რაღა არგუმენტებს ითხოვს ეს ხალხი, საინტერესოა. ღმერთმა ადამიანი მოაზროვნე არსებად შექმნა და ტვინი იმისთვის აქვს, რომ გაანძრიოს.
კითხვა: რატომ მოუვიდათ თავში მარჯვენა საჭიანი მანქანის იმპორტის აკრძალვა? პასუხი: გზებზე არსებული რთული სიტუაციის გამო. საუბარია, გადატვირთულ მოძრაობაზე და არა უსაფრთხოებაზე. ამ უკანასკნელში ვერავინ დამარწმუნებს, იმიტომ რომ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული!
შედეგი: მხოლოდ ამ შეზღუდვით მაქსიმუმ რამდენიმე %-ით შემცირდეს ავტომობილების რაოდენობა, სამაგიეროდ საგრძნობლად გაუარესდება საქართველოს ავტოპარკი და შესაბამისად, ეკოლოგიური მდგომარეობა. უფრო გაუმართავი ავტომობილების გამო გაიზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ზღაპრებია, რომ 500$ მანქანას ყიდულობს ვინმე. ზუსტად იმდენი ჯდება მარჯვენა საჭიანი მაგ. მცირელიტრაჟიანი, რამდენიც საკმარისია მარცხენა საჭიანი მცირელიტრაჟიანი მანქანის (შედარებით ძველი) საყიდლად.
კითხვა: რატომ გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა საქართველოში? პასუხი: ძირითადი წილი მოუწესრიგებელ საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქვს - პიკის საათებში ფიზიკურად ვერ ისარგებლებ მისით, აღაარა საუბარი კომფორტზე... პირადად მე, სწორედ მაგ მიზეზის გამო გადავწყვიტე მანქანის ყიდვა და ბევრსაც, ჩემს გარშემო, ვისაც ამჟამად არ ყავს ავტომობილი, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება და ჯერ-ჯერობით თავს იკავებს რაღაც მიზეზთა გამო. ცალკე თემაა, რომ მთელი საქართველო ლამის თბილისშია. საკმაოდ დიდი წილია ე.წ. "ტაქსისტების", რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად არიან ქალაქს გამოქცეულნი... მოუწესრიგებელი გზები, ქაოტურად დაპარკინგებული ავტოები, პიკის საათებში მოსეირნე ნაგვის მანქანები და ა.შ. კიდევ ცალკე თემაა...
ხოდა, იმის ნაცვლად, ჯერ დაეწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებით, რომელიც ავტომატურად გამოიწვევდა ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის შემცირებას - როგორც კერძო, ისევე ტაქსების. მარტივი მაგალითი: რაღაც პერიოდის წინ, პიკის საათში ტაქსით სარგებლობა რომ გადავწყვიტე, კარგა ხნის ლოდინი დამჭირდა, სანამ თავისუფალი კერძო ტრანსპორტი გამოივლიდა.
ახლა, ვიღაც რომ გამოვა, თავად "ტანკს" მომჯდარი და დამიწყებს ჭკუის სწავლებას და მორალის კითხვას, რომ მე თურმე არ მაქვს უფლება, ნორმალურ პირობებსა და დროში მივაღწიო თუნდაც სამსახურამდე და ეს მხოლოდ მას შეუძლია. ცინიკურად ჩაიქირქილებს, რომ მას რადგან მეტი ფული აქვს, მეტი უფლებებიც აქვს - ამას რა ქვია?!
შექმნან ჯერ ნორმალური პირობები, რომ ადამიანებს ქონდეთ ნორმალურად გადაადგილების საშუალება და მერე ისაუბრონ რაღაცის აკრძალვაზე. თუმცა, პირველის შემთხვევაში, მეორე აღარც გახდება საჭირო. უსაფრთხოება აწუხებთ? კი ბატონო, გაართულონ მართვის მოწმობის აღება, იყოს გამოცდის ხელახლა ჩაბარება დარღვევების შემთხვევაში. ეკოლოგია აწუხებთ: დაიწყონ საწვავის კონტროლით და მოაწესრიგონ გზები, მერე შემოიღონ ტექდათვალიერება. აი ლოგიკური და სამართლიანი ქმედებები. მერე, წუნდებულთა კატეგორიაში, მარცხენა საჭიანი ძველი თუ მარჯვენა საჭიანი ახალი ავტომობილი მოყვება, ვინმე ნორმალური გააპროტესტებს? ისე რატომ უნდა აკრძალონ თუნდაც წლოვანების მიხედვით, თუ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ასეთი მანქანა?
სამწუხაროდ, ხელისუფლება პრობლემების რეალური გადაჭრის გზებს არ ეძებს. საზოგადოების ნაწილის გამოხტომები - უკომენტაროდ! რომელ ფენასაც არ უნდა წარმოადგენდეს და ამ ეტაპზე, რა მატერიალური შესაძლებლობები ან თანამდებობა არ უნდა ქონდეს! ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყნად არაფერია მუდმივი!
This post has been edited by keen on 5 Dec 2015, 19:46