Precursor
ერის მამა

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9096
წევრი No.: 25329
რეგისტრ.: 7-November 06
|
#46434400 · 9 Dec 2015, 23:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საძირკველს თუ გამოანგრევ, შენობა თავზე დაგემხობა, ხომა?
ჰოდა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა იმ საძირკველს ანგრევდა, რაზედაც საზოგადოება იდგა - მორალი, სოლიდარობა, სამართლიანობა, ისა, ესა...
რა თქმა უნდა, ხალხის უმრავლესობას ეს ნგრევა არ მოსწონდა, მაგრამ ისტორიულად გადაეჩვია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას...
"თუ არა მე, მაშ სხვა ვინ?" - ასე ფიქრობდა ადამიანი, როცა სოციუმს საფრთხე ემუქრებოდა და ვინმეს უნდა დაეცვა... ახლა იგივეს მხოლოდ მაშინ ფიქრობენ, როცა შანსი ჩნდება საციუმის საერთო ქონება ვინმემ მიიტაცოს: "რაღა სხვამ? ბარემ მე!"
ხშირად მახსენდება ხოლმე ქართულ ფილმში, ნეილონის ნაძვის ხეში", ზურაბ ყიფშიძის პერსონაჟი რომ ამბობს: "იმდენი დამნაშავეა, რომ ყველა მართალია!"
შეგვიძლია ეს ფრაზა შევატრიალოთ და უფრო მკვეთრად დავინახავთ არსებულ რეალობას: "იმდენი მართალია, რომ ყველა დამნაშავეა!"
რატომ არის სიყალბე ირგვლივ? - იმიტომ, რომ მართლები დავხოცეთ! არა, შეიძლება ტყვია არ გვისვრია, მაგრამ ჩვენი ჩუმი თანხმობით, დუმილით ხდებოდა მათი გაწირვა!
მერე, ხანდახან ვგრძნობდით სინდისის ქეჯნას, მაგრამ ხომ არ ვაღიარებდით, რომ ღლეები ვართ? ჰოდა, დავაბრალეთ ზოგმა ამერიკას, ზოგმაც - რუსეთს...
აღარ არის სოციუმში ზნეობრივი ნორმები, ურთიერთთანადგომა, სამართლიანობის განცდა და გამომდინარე აქედან, საზოგადოებაც აღარ არსებობს!
ჰოდა, რა უნდა ქნას ინდივიდმა? ინდივიდმა, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი ბედოვლათობით გამოწვეულ დანაშაულზე პასუხისმგებლობა და ოდენ კომფორტულ ცხოვრებაზე ოცნებობს? ის ხვდება, რომ მოხვდა ჯუნგლებში, ხოლო ჯუნგლებში ძლიერი სუსტს სჭამს!
გურჯი ინდივიდი, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებს, რომ ოდენ ეგოისტურ გზნებათა აყოლით თავადვე უთხრის საფლავს თავის სანუკვარ კეთილდღეობას... "ძალა ერთობაშია" - ეს ტყუილად არ თქმულა, მაგრამ ინდივიდს ჰკიდია, რადგანაც "დაკიდება" ახალი რელიგიაა...
მკიდია! (მკიდია? - ე.ი. მაგარი ტიპი ვარ!)
ყველას ყველაფერი რომ ჰკიდია, იმიტომაც ყველანი ვკიდივართ... და რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ ვისაზე ჰკიდია? ყველანი ვიღაცის, ერთმანეთის ღლეზე ვკიდივართ!
და რა თქმა უნდა, სადაც ყველას ყველა და ყველაფერი ჰკიდია, იქ აღარაფერი არ ესაქმება სიმართლეს, სამართლიანობას, წესიერებას...
"მოიხვეჭეთ, რამდენსაც შესძლებთ, რადგანაც თქვენ მაინც არ გაქვთ მომავალი!" - არ ვიცი, ეს ვინ თქვა, მაგრამ ამჟამად ამას მე გეუბნებით, რადგანაც მოსადღნავი რომ უნდა მოიდღნას, ეს ბუნების კანონია!
|