#46421102 · 8 Dec 2015, 16:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Iron Butterfly @ 6 Dec 2015, 06:19 ) | 777giorgi777
| QUOTE | | ასე ყველას უფლებები თანაბარი იქნება . . . |
და თუ არც ერთს მინდა გადავუხადო? არ ვარ რელიგიური იქნებ? უნდა დამაძალო?
|
მაშინ შენი გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში წავა, თუ რელიგიური არ ხარ მაშინ შენი ფული ჩაერიცხება არა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელს, არამედ სახელმწიფოს და იმ ფულით ან გზას გაგიკეთებენ ან განათლებას დააფინანსებენ და ა.შ.
თუმცა მინდა დავამატო თუ გადასახადებს დააწესებენ, ასეთ შემთხვევაში, ჯვრისწერა ნათლობა და სხვა რელიგიური რიტუალები უნდა გახდეს უფასო და ნებისმიერი სახით ფულის მოთხოვნას მიეცეს ქრთამის მოთხოვნის კვალიფიკაცია და დაისაჯოს კანონით . . . თუ აწყობს ეკლესიას მასე მასეთ შემთხვევაში კიბატონო . . . ასევე მათხოვრობასაც თუ აუკრძალავენ ქუჩებში მთლად უკეთესი იქნება . . .
30-35 წლის ოქლაქები რომლებსაც არაფერი არ აკლიათ დამდგარან და გამოუშვერიათ ხელი, მუშაობა რომ ეზარება ადამიანს თორე ფული თუ უნდა და თან ეკლესიისთვის . . . მიწის და ქონების მეტი რა აქვს ეკლესიას, გაატოკონ ხელი ან მეოურნეობას წამოიწყონ ან რავიცი და ხალხსაც კარგ მაგალითს მისცემენ და საქმესაც გააკეთებენ . . . (მესმის 70 წლის ადამიანმა რომელსაც აღარ შეუძლია შრომა, თუნდაც სასულიერო პირმა, გამოიშვიროს ხელი და . . .) ანაფორა რაღაც Xელშეუხებლობის მანიშნებელი გახდა თუ რა არის ვერ ვხვდები, ანაფორა თუ გაცვია ესეიგი დავრდომილი ხარ და შენი მუშაობა არ შეიძლება თუ როგორ არის საქმე?
რა მაგალითს აძლევენ მოსახლეობას, იმის მაგივრად რომ გაჭირვებულ და ღატაკ ერს შრომის მაგალითი მისცენ გამოუშვერიათ ჩანჩურებივით ხელი საღსალამათ ხალხს და ჩამოსდით დორბლი . . . ნამუსიც არ აწუხებს რომ 15 წლის ბიჭი თავის უმძიმესი შრომით ნაშოვნ კაპიკებს უყრის ან 60 წლის მოხუცი გასაცოდავებული პენსიიდან ბოლო კაპიკებს მათ აძლევს . . . იმის მაგივრად ასეთ ხალხს გვერდში დაუდგნენ აქეთ კისერზე აწვებიან . . .
ეკლესიებს ქართველები მთის წვერზე რომ აშენებდნენ შემთხვევით კი არ იყო ასე იქ დღესასწაულებზე ადიოდნენ და დანარჩენ დროს სასულიერო იერარქია თავის ერთან ერთად ლოცულობდა და შრომობდა ერში იქნებოდა ეს მინდორში, ცხვარში თუ სადმე სხვაგან . . . იმიტომაც იდგა ის ეკლესია მთაზე, რომ ყოველდღე იქ კი არ უნდა ეტანტალა და ყოფილიყო ჩამოყუდებული ადამიანი, არა იქ განსაკუთრებულ დღეებში ადიოდა და ეს კიდევ უფრო მეტ პატივისცემის და მოკრძალებისკენ უბიძგებდა ეკლესიის მიმართ ადამიანს . . . (აბა ძველი ეკლესიების უმრავლესობა ისეთ მანძილზეა ურმით და ფეხით იქ სანამ მივიდოდა ძველად ადამიანი, ყოველდღე რომ მასე ევლო მოსავლის გარეშე დარჩებოდა . . . )
უნდა შევიგნოთ რომ უფლის ტაძარი კედლები კი არა პირველ რიგში ადამიანი, ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ყოველდღიური მოქმედებაა, ის კეთილი საქმეები რომლითაც ვცხოვრობთ . . . და არა 24 საათი დაყუდება და პირჯვრის წერა, ფეხზედგომელა ნახევრადმძინარე პოზიციაში . . .
This post has been edited by 777giorgi777 on 8 Dec 2015, 16:43
--------------------
უმაღლესი ჭეშმარიტებაა სახელმწიფო ინტერესები ! ერის ინტერესები ! ხმა ღმრთისა - ხმა ერისა ! __________ დღეს რაღაა და ხვალიდან გავბრწყინდებით. __________ ქუჩა-ქუჩა ღრიალით აშენებული ქვეყანა ჯერ არ მინახავს. თუარადა აგერ უკვე 20 წელია მასე ვაშენებთ და არ აშენდა არაფრით და იქნებ რამე სხვაც გვეცადა?
|