დისკუსია ამ თემის გარშემო არ არსებობს თითქმის, არადა ეგზისტენციალური თემაა, პირდაპირ ეხება საზოგადოების სიჯანსაღეს, კეთილდღეობას, განვითარებას და გამართულ მუშაობას, ფაქტი კი ის არის რომ მოშლილია, თითქმის არ მუშაობს და ამას კატასტროფული შედეგებიც მოზდევს.
თან ბევრი მსჯელობაც არ ჭირდება, უბრალოდ რომ განიხილო,
სკოლა:
დაკომპლექტებულია ისტერიჩკა არაპროფესიონალი მასწავლებლებით, მეორეს მხრივ მათი ანაზღაურებაც არ არის შესაბამისი, შესაბამისად ამ მასწავლებლებს მოსწავლეებიც სძულთ და საერთოდ, ცხოვრებაც.
მოსწავლეების ზრდის და სასკოლო ცხოვრების კონტროლის სისტემა ხომ თითქმის არ არსებობს, გააცდენენ სკოლას არ გააცდენენ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ თუ საერთოდ არ დადიან მაშინ უტრაკებენ ცოტა, ხოდა ამ გაცდენებზე ერთადერთი რეაგირება მასწავლებლების ისტერიკაა, ასევე სწავლაზეც, თუ არ ჩააბარებ მასწავლებლის ისტერიკა ატყდებათ თავს, ოჯახის და მოსწავლის ლანძღვა და დამცირება, ასე გრძელდება სემესტრი და ბოლოს შე საცოდაო დაგიწერ ქულასო, ან მშობელი მივა, იტირებს, შეეხვეწება ჩემი შვილი არ დაღუპოთო და საკითხიც მოგვარებულია და ასე გრძელდება კლასიდან კლასში.
გაკვეთილზეც არაფერი საინტერესო არ ხდება, შაბლონური გამოდი ჩამაბარე თემაა, ან მასწავლებელი თავისთვის ცოდვილობს რამეს და ამ დროს შეიძლება კლასში დაღეჭილი ფურცლებით ორთაბრძოლა მიმდინარეობდეს, ან ყაყანი ან რამე მსგავსი.
ამ იდიოტობაში გადის დრო, ბავშვების დეგენერაციის მეთოდია რა, იციან მაინც დაამთავრებენ რამენაირად სკოლას და რა საჭიროა რაღაცების სწავლა?! ან სკოლაში რატომ დადის ბევრი თუ ესმით...
მერე კი შემოიღეს ე.წ საატესტატო გამოცდები, მაგრამ ეს არის უმარტივესი, საერთოდ საგნის გარტყმაში რომ არიან ისეთი ბავშვები აბარებენ, ნაურაზე შემოხაზვით.
ნუუ მერე ეროვნული გამოცდები ხომ საერთოდ მარაზმია, გამოცდები არის ძალიან მარტივი და ზღვარი 20 ან 25%, ხშირად აქაც კი იჭრებიან აბიტურიენტები

მერე ვინც ზღვარი გადალახა ყველა ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში სადმე.
სადაც დიდი შანსია სწავლის საბჭოთა მეთოდი იყოს, არაფრისმომცემი ლექციები, რომელზეც არავინ დადის და არც არავინ ითხოვს ამას, გამოდი ჩამაბარე მეთოდი, გამოცდებზე კიდე გადაწერ რამეს, ვთქვათ ილიაში ქულა 51, რომელიც სხვისი აღებული პრეზენტაციებით აიღე სრულიად საკმარისი იყოს და გამოცდაზე გასვლა არც დაგჭირდეს, 1 თუ 2 წლის წინ მგონი გამოცდაზე ბარიეი დაწესდა 1, ანუ მოდით მაინც თქვე დალოცვილებოო, ნუ გპიზე ლაპარაკი ზედმეტია, თსუში კიდე ნორმალურადაა მაგ მხრივ საქმე, მარა ზოგადად ეგეც კატასტროფაა.
მერე ყველა აიღებს დიპლომს და ასე გაიჩითები უმაღლესი განათლებით.
ეს ყველაზე ზედაპირული და აშკარა რაღაცები და დეტალებში რომ ჩაუღრმავდე კიდე ბევრზე ბევრი მარაზმია.
და ასე ვაპირებთ ქვეყნის აშენებას?

ცოტა თუ არ გართულდა ეს პროცესი, არ გაჩნდა გადასალახავი ბარიერები და სხვადასხვა მოტივაციები, გადაშენების პირას ვართ და ასეც ვიქნებით და მიშა-ბიძინაზე კამათი აქ არაფერს მოგვცემს.
ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და რატომ არავინ საუბრობს, თუნდაც სკოლის ძირეულ შეცვლაზე, ან გამოცდებზე ბარიერების ამაღლებაზე და ა.შ...