ლეგენდალური არ ვიცი, მაგრამ ლეგენდარულნი რომ რულავენ ინკარნაციებში და ქამელეონებივით ხანდახან რომ ამთქნარებენ ძველებურად პირველ გარსებში ფენოვანი ხაჭაპურებივით --- არ ახალი და ძველი შაპიტოს არენაა...
პრობლემის სათავე ბიბლიასავითაა, სადაც ეწერა სიტყვა ღმერთი --- წერია სატანა და სადაც სატანა --- წერია ღმერთი
და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ღმერთი და სატანა ერთი არსია.
სიცრუის მამა-მამინაცვალი თურმე ღვთის ის ქმნილი ანგელოზი ყოფილა, რომელიც არსადაა ახსნილი, თუ ვინ, საიდან და როგორ ასწავლა შური, სიძულვილი, მკვლელობანი და სხვა ათასი ჯანდაბა და ოხრობა.
და თუ ღმერთმა ასწავლა --- სათავე ღმერთსატანა თავად ყოფილა, როგორც შემომქმედი ყოველივე ქმნილებისა.
აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ შეუნდობელი და უპატიებელი ცოდვაა და აქედანვე ჯოჯოხეთის უვადო საგზურ-ვიზაა
ღვთის გმობა.... და სულიწმინდის ქმნილი ანგელოზის უპასუხისმგებლო გასატნება.
ღმერთი შემცდარა და მისი ქმნილი მთავარანგელოზი გაამპარტავნებულა და ღმერთისგან ნასწავლი შურით სამყაროს ხელა ბოროტებანი შეუცვნია-უსწავლია თავად ღმერთისაგან.....
ლეგენდ - ალური ალი გვწვავს და ლეგენდ - არული არიელობა ცრუ სიამაყისა და არა --- ქრისტესმიერი მართლობისა,
გზისა უცოდველობისა განწმენდის გზით სიავეთაგან.
თეატრი რომელიც არავის სჭირდება რეალობაში და უჯობს ილუზიური და აღრეული ცირკის არენა.
და ღმერთის სატანად გამომცხადებელი კაცობრიობა ელის სიკეთის გამეფებას... --- რომელიც ისედაც მეფობს უკუნისამდე ყოველგვარი ბოროტებისაგან დამოუკიდებლად --- ,,ბოროტსა სძლია კეთილმან --- არსება მისი გრძელია!''
განა არსებობს და იარსებებს იმაზე მეტი გმობა იმ გმობაზე უმეტესი --- როდესაც ღმერთს მიაწერენ სატანის შექმნას???
ნათლის შემომქმედს ბნელი უქმნია და აბა რაღაზედ განყო ცნობიერება მარადიულ დღედ და ღამედ?
მზიანი ღამე --- უსასრულო სიკვდილის კოსმოსში სიცოცხლე!
სიცოცხლის მკვლელი-კაცისმკვლელი იყო თავიდანვე კოსმოსი-სატანა --- უსასრულო და უკიდეგანო ბნელეთის მეუფე,
რომლის სამფლობელოში, ვითარცა უსასრულო ჭურჭელში სიცოცხლის მზე-ნათელი შემოვიდა სიყვარულის გასამეფებლად!
უსასრულო ბნელეთს მაინც შურს ნათლისა, რომელიც არას აკლებს მის უსასრულობას და განწირულივით მაინც ეომება სიკვდილით.
ეს ,,ღორობა'' ასწავლა ადამიანებს ---- მკვდარი აზრ-ხილვანით....
ამიტომ გვძინავს ხარბ უსამართლობაში და რეგვენულად ვღალატობთ უანგარო სამართალს.
ნება თავისუფალია --- გნებავს უსასრულო ბნელის და დავიწყების სიკვდილი?
გნებავს უსასრულო არსებობის და სიყვარულის სამეფო ნათლისა?
გზა არჩევანისა --- ესაა თავის უფლება!
განკვეთო შენვე, შენი არსიდან მაცხოვარის მახვილით ბოროტება და უბოროტოდ ცხონდე და აცხონო შთამომავლობა!
ლეგენდა ალი --- შემხრუკველი ჯოჯოხეთშიც და სიყვარულშიც, იმისდა მიხედვით ---- ბნელის მხარეზე ხარ, თუ ნათელის.
ესაა შემკრები წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა.
და რა და რომელი ბატონობს დღეს ამ ქვეყანაში?
მამა თუ მამინაცვალი?
არ ეგების ორთა ბატონის მონებაი!
და ამ ორს აიგივებს მხოლოდ სატანა.
ნაყოფით იცნობა ბატონი....
გამგები გაიგებს.
,,ვარსკვლავები არ ქრებიან!''
This post has been edited by triumpi on 8 Dec 2015, 14:26