ჰიჰიიი....
ისტორიიდან:
ბოლშევიკი დაადებდა მაუზერს კეფაში და ბრახ.... --- კაპუტ!
ინგლისელმა კი მოიგონა:
სიკვდილმისჯილი დასვა აბსოლუტურად უმარილო საკვებზე და ,,ტკბებოდა'' მისი საშინელი ტანჯვა-წამების სპექტაკლის ხილვით...
***
მეტი როგორ უნდა გამეფდეს წილხვდომილში ანტიქრისტე, რომ ყველაფერი კარიჩნად შერაცხო და ღლიცინით გალიო წუთისოფელი
მესიად შერაცხული ანტიქრისტეს მეფობაში --- სადაც უდავოდ სწამთ, რომ ღმერთი სასტიკი,დაუნდობელი და შურისმგებელ-ულმობელი დამსჯელ-განმკითხველია და ამავდროულად უზენაესი სიყვარული....
როგორ გაივლიან ცხრაკლიტულში 9 ოთახიან ,,გვირაბს'' ნათელისაკენ, როდესაც ყოველი ოთახი იტოვებს ,,თავისიანს'' უვადო ტყვედ?
კლინიკურ სიკვდილში ნამყოფებს მაინც ჰკითხეთ ნანახ-განცდილნი...
არაარსებული არც არასოდეს არსებულა და ადამიანს მხოლოდ არსებულზე ძალუძს ხილვა, აზრი და ფიქრი ამ წუთისოფლურ მოძრაობაში, რომელსაც რატომღაც დროს ვუწოდებთ.
ამ დროს კი --- კოსმიურ ბნელეთში ზუსტად ის პირობებია აბსოლუტური უძრაობისა --- იგივ უდროობისა და არაარსებობისა, სადაც სუფევს სიცოცხლის სამყარო, როგორც ამ კოსმიურ-მოჯადოებული და ჩაკეტილი უსასრულო სივრციდან გასასვლელი, როგორც ფიზიკური წრიდან გასასვლელი სიკვდილის უსასრულობიდან სიცოცხლისაში.
ჰოოო...ჩვენი ღლიცინით და კარიჩნებით დავარღვევთ და ძვრას ვუზამთ სამყაროულ კანონიზმიერებებს სწორედ სატანური პრინციპით, რომ ჩემს მერე თუნდაც ჯანდაბამდე გზა ჰქონიაო მთელ სამყაროსო, თუ მე, მე, მეეე... არ მივაღწევ ჩემს ამპარტავნული ამბიციების რეალიზირებასო....
უბრალო კითხვა ისმის:
აქაც რომ კარგად იყო და იქაც --- არ შაიძლება?
ეშმაკივით იცხოვრო და ღვთაებრივში განეწესო და იქაურობაც გაასატნო --- ვისი და რისი იდეა ფაქსია?
ვინ შაუშვებს ასეთსა იქა?
ფანტაზიებიო?
რა? --- კაცობრიობა ძველ ფანტაზიებს არ ისრულებს და ფანტასტიკების ასრულებას არ ლამობს დასაბამიდანვე?
კარიჩნიზე ვოცნებობთ და შთამომავლობას დიდ კოვზებს ვუთლით იგივეს უფრო ძღომად ჭამისათვის?
ათავისუფლე მონებიო! --- და მონამ უფრო მონები ზარდოსო?
მე ამცდება და სხვას მოხვდებაო...
ამ დროს:
ერთმანეთისაგან იღებენ დიდებას და არ ეძიებენ დიდებას უფლისაგან.
გათანამედროვებული მამა-პაპისეული:
არ ვარგა კაცი ცოცხალი --- ,,კარიჩნი'' მკუდარსა ემსგავსოს!.... გალურჯება-გაშავებამდის,
ის მიწისა მიწას რომ დაუბრუნდება და დანარჩენს თვითონვე გააქრობს ადამიანი --- რაშიღა არგია დანაგროვ-დანატოვარი, ან შვილნი არაარსებობაში?
რასღა გაიგებს მერე?
აბა, თავად როგორღა და რატომ გაჩნდა ---როდესაც თავისივე ლოგიკით არ უნდა გაეჩინათ მშობლებს და ყველაფერი უნდა მოეხმარათ და შეესანსლათ მოსალოდნელი არაარსებობის მოლოდინში....
ყველაზე დიდი რწმენა ურწმუნოება ყოფილა ---- ხარხარებენ ნელთბილები და როკავენ ჩლიქებიანის დაკრულ დოლზე,,,
მიმაგრებული სურათი