როდესაც გაგაჩნიათ ე-მერვეთი დაწერილი მცხეთური ბიბლია და ეს ე-მერვე მე-9-10 საუკუნიდან ამოღებულია ,,რატომღაც'' ხმარებიდან,
განა იმას არ ამტკიცებს რომ ყველაზე ახლოა ორიგინალთან ამ სიძველის მტკიცებულებით?
არც ისაა საიდუმლო, რომ თანამედროვე თარგმანებში მიზნობრივადაა დამახინჯებული და გაუკუღმართებული დედა მცნებები და
მის არსში ჩადებული აზრ-ცნებები.
აი უბრალო მაგალითნი:
6
14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა
საუბარია ქვის ნაგებობაზე, რომელიც გარედან და შიგნიდან მოკირვით ხდება წყალგაუმტარი და
16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.
პირველ წყალქვესა ნავებს აქვთ ქვედა კარი, რომლის ღია მდგომარეობაში ყოფნისას --- სიღრმის, წნევის გათვალისწინებით და შიდა
ჰერმეტულობის წყალობით ისეთ წყლიან აუზს წარმოადგენს, რომელიც სრულად უშიშრად მოიხმარება სხვადასხვა მიზნით:
იწმინდება ჰაერი. მოიხმარ სასიცოცხლოდ აუცილებელ წყალს, რადგან მცირე ხანს ძალუძთ სიცოცხლე ადამიანებს და სხვა არსებებს
უწყლოდ, ასევე პერიოდულად ერთგვარ ნაგავ-ფეკალსაყრელად და სათევზაოდაც შეიძლება მისი გამოყენება....
მოკლედ : კიდობანში საარსებო პირობებს ქმნის ეს ქვედა კარი შიგ მყოფთათთვის.
7
17. და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.
18. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab6-10.htmდა ასე დაიხშო გარედან ქვის კიდობანი, რომელიც აღიღო, დაფარა წარღვნის წყალმა, რომელიც აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.
და ესაა ხის გემი --- რომელიც შემდგომ ქვე -ყანიდან ამოდის ქუეყანასა ზედა?
როდესაც, მოცემულ ზომებში და მასშტაბებში ხის გემი უბრალოდ წყლის ზედაპირზეც ვერ გაჩერდება დაუშლელად....
და არც იკირება.
ახლა ვნახოთ თანამედროვედ ,,თარგმნილნი'' :
6
14. ამიტომ გააკეთე შენთვის კიდობანი ოთხკუთხა ძელებისგან; ბუდეებად გააკეთებ კიდობანს, და მოგოზავ მას შიგნიდან და გარედან ფისით.
16. შეკრავ და გააკეთებ კიდობანს, და წყრთით ზემოთ დაასრულებ მას; ხოლო კიდობნის კარს გააკეთებ გვერდიდან; ქვედა, მეორე სართულს და მესამ სართულს გაუკეთებ მას.
7
17. და იყო წარღვნა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ქვეყანაზე, და იმატა წყალმა და ასწია კიდობანი, და ამაღლდა მიწიდან.
18. და ძლიერდებოდა წყალი და მატულობდა ძლიერ ქვეყანაზე, და დაცურავდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
http://www.orthodoxy.ge/tserili/dzveli_agt...eqmnisa6-10.htmამ დროს დაბადებაში წერია მკაფიოდ:
1
6. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.
7. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.
წყალთა შორის მყარია განმყოფელად ზედა და ქვედა კერძო წყლებისა.
შემდეგ:
8. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.
9. და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.
ზედა წყლისაგან განმყოფელს ეწოდა ცა და მის ქვე წყალში იქმნა გამოყოფილი ხმელი-ხმელეთი ქვე-ყანისა, იგივ სამოთხისა.
10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab1-5.htmდა რა წერია ახალ ,,თარგმანში'':
6. და თქვა ღმერთმა: იქმნას სამყარო წყლის შუაში და იყოს გამყოფი წყალსა და წყალს შორის. და იქმნა ასე.
7. და შექმნა ღმერთმა სამყარო, და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც იყო სამყაროს ქვემოთ, და წყალი სამყაროს ზემოთ.
8. და უწოდა ღმერთმა სამყაროს ცა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეორე.
9. და თქვა ღმერთმა: შეიკრიბოს წყალი ცის ქვეშ ერთ შესაკრებელში, და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. და შეიკრიბა წყალი ცის ქვეშ თავის შესაკრებლებში, და გამოჩნდა ხმელეთი.
10. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და წყალთა ნაკრებს უწოდა ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია.
11. და თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, გვარისაებრ და მსგავსებისაებრ, და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის ქვეყანაზე. და იქმნა ასე.
http://www.orthodoxy.ge/tserili/dzveli_agt...heqmnisa1-5.htmქვეყანაზეო და არა ქვყანასა ზედაო....
და კიდევ შესაქმიდან:
1
26. და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.
27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.
2
1. და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი.
2. და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.
3. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.
4. ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.
5. ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.
6. ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა
7. და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.
8. და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა.
9. და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა.
10. ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.
11. სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ.
12. ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი.
13. და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა.
14. და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.
15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.
16. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.
17. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.
18. და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი.
19. და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ.
20. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.
21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.
22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:
23. და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.
24. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა
25. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.
6
2. ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab6-10.htmნათლად იკითხება რომ --- ღვთისშვილები შექმნა სახედ და ხატად თვისა, ყოველივეს აფასებს ფრიად კეთილად და საკვებს ასე განუწესებს:
30. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.
ჯერ ადამი არაა ქმნილი, ქმნის მას სულად ცხოველად,არქმევინებს სახელებს,აამეტყველებს და მარტიდ მყოფს პირველად ურჩევენ მეწყვილეს ცხოველებიდან, შესაფერისის ვერ მოძიების გამო მისგანვე ხდება კლონირება მეწყვილისა და მათ ცხოველთა მსგავსად არ უწყიან სირცხვილი...
თვალახელის და სამოთხის ბაღიდან ედემში განდევნილები მრავლდებიან და მათი ასულების ცოლებად მოყვანას იწყებენ ღვთისშვილები და ასევე მიყვებიან ცოლებად ადამიანებს.
ედემელებისთვოს დაკეტილ-დაცულია სამოთხის ბაღის შორისში სიცოცხლის ხე, რომლის მისაწვდომად შემდგომში იწყებენ გოდოლის
შენებას საუკუნო სიცოცხლის მოსაპოვებლად --- ვითარცა უკუდავების წყალისა.
ზემო მაგალითნი თვით ათეისტურ მეცბიერების ენითაც შეიძლება აიხსნას, როგორც გარე ცივილიზაციის მიერ დედამიწის ათვისებად-დასახლებად ---- დედამიწის გულიდან ქვე-ყანიდან ქვეყანასა-ზედას ჩათვლით.
ბიბლიიდან , მსგავსი უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება და ამდენად ---ღმერთი არის სრულიად ბუნებრივი რეალობა იმ დონის გაბვითარებისათვის, სადაც მუდმივი განახლებადობის ფლობით შექმნილია ბუნებრივი მარადისობა, რასაც ბიბლიურად ნათლის სამყარო ჰქვია --- საიდანაც იმართება-იკვებება- მოძრაობს კოსმიურ უსასრულობაში განფენილი მატერიალური მიკრო-მაკრო მეგაგიგანტურად ხილული სამყარო.
ასვე სრულად ბუნებრივია დონეების გაცნობიერებისას --- მათი და ჩვენი წინსვლები მუდმივი ევოლუციის განზომილებებში.
არის ასეთი კითხვა-ცნება:
ვინ მიუშვებს გაბოროტებულ არსებებს ატომურ იარაღზე უსასრულოდ დიდ სიდიდეებამდე?
პასუხი:გაბოროტებული გარკვეულ დონეზე თვითმკვლელურად ასრულებს არსებობას და ამის დასტურია სამყაროში არსებული უამრავი მეტეორ-ასტეროიდების ნამსხვრევები და აფეთქებათა ციკლები შექმნა-დაშლისა...