#46472299 · 14 Dec 2015, 14:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SaamI ვერ გავიგე, შენც კამათისთვის კამათი გიყვარს?
| QUOTE | | სააკაშვილის ნათქვამს ყველაფერს იმეორებ თუ მარტო ცუდად ნათქვამებს არჩევ? |
და თუ ვთქვათ, ივანიშვილის ფრაზას გამოვიყენებდი, ან მარგველაშვილისას, მაშინ უნდა გეკითხა, ”ივანიშვილის ნათქვამს ყველაფერს იმეორებ თუ მარტო ცუდად ნათქვამებს არჩევ?” ან ”მარგველაშვილის ნათქვამს ყველაფერს იმეორებ თუ მარტო ცუდად ნათქვამებს არჩევ?” ნუ რა ბავშვობაა ახლა ეს. შენც და კიდევ ბევრმაც უკვე თავი გააბეზრეთ ამ კუდის მობმებით. განყში სენია. მაგალითად, თუ სააკაშვილს რაღაც კონკრეტულ საკითხში ვამართლებ, დამესევიან - ”აჰა, ესე იგი, სააკაშვილი წმინდანია, ფრთები ასხია ხომ?” და ამნაირებით. შენთან მისი ნათქვამი სხვა კონტესტში ვახსენე და ახლა საპირისპირო შეკითხვა დამისვი. ეტყობა მინიშნებას არ დაუკვირდი და განვმარტავ - ნიღბის ჩამოხსნის სიბრძნეს რომ იძახდნენ ნაცები, შენც იგივე თქვი ფაქტიურად და ამაზე მიგანიშნე. შენ კი სულ სხვა მხარეს წახვედი. ჰო მართლა, წინასწარ გეტყვი, რომ რაკი ნაცების ერთი "სიბრძნე" მოვიყვანე (სულერთია, ვცდები თუ არა და სწორად მიმაჩნია თუ არა ის "სიბრძნედ"), ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრით, ყველაფერს სისულელეს ამბობდნენ. ეს, ამაზე რომ არავინ გამომეკიდოს...  | QUOTE | | გაიგე კაცო, საკითხი იდგა ევროპაში გავლენა თუ საქართველო და სააკაშვილი. რა თქმა უნდა არჩევანი ევროპაზე გაკეთდა, გადაჭარბებულად ნუ აფასებთ საქართველოს მნიშვნელობას ამერიკისთვის. რაც შეეხება "შეურაცხყოფებს", "იმიჯს" და მსგავს უმნიშვნელო მცნებებს პოლიტიკაში, ეგ ყველაფერი ფარდობითია. ლაყბობას ლაყბობით პასუხობენ და ამით მთავრდება ყველაფერი. |
კაცო, მე იმას ვამბობ, რომ საქართველოს როლი გადაჭარბებულად არის შეფასებული-მეთქი და შენ აქეთ მიმტკიცება ამას? უკვე სულერთია, იდგა თუ არა საკითხი ”ევროპაში გავლენა თუ საქართველო და სააკაშვილი”, რაც არასერიოზული მგონია. შეურაცხყოფა და სილის გაწვნა კი პატარა ჩმორებისთვის არის "მსუბუქი" გადასატანი, თორემ დიდი ძალის გაბიაბრუება მისთვის ხშირად კატასტროფას ნიშნავს. შეურაცხყოფილი გლეხი წყენას ჩაყლაპავს, მეფეს კი შეიძლება აუჯანყდნენ, სუსტი ყოფილაო.
| QUOTE | | რა იცი რომ ეგრე იყო, რაიზამ რადგან განაცხადა? შენ გგონია, ამერიკის მორჩილმა სააკაშვილმა, ამერიკას არ დაუჯერა და ამის მიუხედავად ამერიკა მის მხარდაჭერას განაგრძობდა და განაგრძობს? |
ბავშვმაც კი იცის, რომ ეგრე იყო, მხოლოდ რაისა ჯონ-უესლიევნას სიტყვებს არ ვეყრდნობი.
| QUOTE | | "ამერიკის დამცირება" უმნიშვნელოა რუსეთის გაოკუპანტებასთან შედარებით. რაღაც რომ მიიღო, რაღაც უნდა გასცე. სხვანაირად არაფერი ხდება. |
ამაზე ვიდავებდი, მაგრამ მეზარება, მაინც შეფასებითია და აზრი არ აქვს. გემოვნებაზე დავასავით არის. რუსეთის გაოკუპანტება კი ჩვენი ინტერესი იყო და არა ამერიკის. რაკი ჩვენ მოვითხოვეთ, მხარდამჭერებმაც მხარი დაგვიჭირეს, თორემ ჩვენ თუ პრეტენზიებს უკან წავიღებთ და საქართველოს გამთლიანებას აღარ მოვითხოვთ, კალთებს არავინ დაგვახევს, პირიქით, ერთი თავის ტკივილი მოაკლდებათ. კარგიო, გვეტყვიან და მორჩება ამით.
| QUOTE | ამერიკის სამხედრო ხარჯები 10 ჯერ აღემატება რუსეთისას, ევროპის ჯამური სამხედრო ხარჯები 10 ჯერ აღემატება რუსეთისას. ნატოს ქვეყნების ჯამური სამხედრო ხარჯები 20-ჯერ აღემატება რუსეთისას. 20 მილიარდით კი არა 20-ჯერ. ხო, სსრკ-ს სამხედრო ხარჯები ამერიკისას მხოლოდ 3-ჯერ ჩამორჩებოდა. რეალურად კი ორჯერ. |
მე ვამბობ, რომ სათანადო ნება არ არსებობს. ეს არაერთხელ გამოჩნდა, როცა ალფა მამრი თავის გავლენას აფართოებდა. შესაძლოა ამის უკან მისი განწირული იძულება იმალებოდეს, მაგრამ შესაძლოა არც იმალებოდეს. მე მგონია, განწირული იძულება იმალება მხოლოდ იმპერიის სტატუსისთვის, თორემ მშვიდად ცხოვრება რომ უნდოდეთ, პრობლემაც არ ექნებოდათ. ისედაც, მთელი მსოფლიო რომ ებრძვით, ეს რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი აქსიომაა და წესით ამანაც უნდა შეგაეჭვოს. მაგ ციფრებში სხვაობა დიდია, იმიტომაც თამაშობს კრემლი ბირთვული შანტაჟით და მაგით მეტს იჩალიჩებს. ალბათ გააჩერებენ, როგორც ბომბით მოთამაშე დარეხვილს და შესაძლოა თვითმრინავის ჩამოგდებაც ამის ელემენტი იყოს. მაგრამ არ მჯერა, რომ რუსეთის დასაშლელად მთელი შეთქმულებაა. სხვათა შორის, შეთქმულება სსრიკ-ის წინააღმდეგაც არ იყო. უბრალო, აწვებოდნენ ყველა მიმართულებით და ამან შედეგი გამოიღო. რუსეთს კი ასე დღეს არ აწვებიან. მხოლოდ უნდათ, რომ გიჟური თამაშები მოიშალოს. და მართლა რომ მოიშლიდეს, ხმასაც არ გასცემდნენ.
This post has been edited by griankali on 14 Dec 2015, 14:21
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
|