sony2005მანდ რამდენიმე რაღაც ეწერა მაგ აწ უკვე იუზერყოფილს
(რომელმაც სავსებით სამართლიანად მიიღო ბანი

).
მათ შორის უბინძურესი ცილისწამებაც იყო.
ასე რომ, არაფერი იყო გასაკვირი მაგ ჩემ შეკითხვაში და არ გვინდა ასეთი რამეები, რა, თხოვნა მექნება.

არაა ეგ სტატია ჩემი დაწერილი.
მაგრამ რომც იყოს, რა?

ვერ ვხვდები, რატომ აქვს ზოგიერთს მსგავსი მიდგომა მეგრულის მიმართ.
დაიქცა ამითი ქვეყანა? ზიანი მიადგა ქართულ ენას?
რატომ არ გინდათ, რაღაც-რაღაცებს დაუკვირდეთ?
ქართული ენა 1500 წელია, რაც ვითარდება.
განვითარებული ენაა, სახელმწიფო ენაა, ამდენი რესურსი არსებობს, ამ ენაზეა განათლება, მედია და ა.შ.
და მეგრულის საქმე როგორაა ამ დროს?
გაქრობის პირასაა მისული, დავიწყებას ეცემა თანდათან (იუნესკოც ადასტურებს ამას)
მეგრულზე ზრუნვა ჯერ კიდევ შიშებს იწვევს ხალხში.
დღეს გაზეთი არ გამოდის ამ ენაზე, ტელევიზია არაა, სკოლაში არ ისწავლება და ა.შ.
წიგნები გამოდის პერიოდულად, რაღაცები იწერება, ითარგმნება და + ვიკიპედია.
მორჩა, სულ ესაა ამ ეტაპზე და ეს ზღვაში წვეთია. რამდენი რამეა ჯერ საჭირო.
სახელმწიფო ენის სტატუსს ხომ არ ვითხოვთ, ან რაღაც სასწაულებზე ხომ არაა ლაპარაკი.
რატომ უნდა ნახო პრობლემა უმნიშვნელო, პატარა რაღაცაში, ტო.
მაინცდამაინც ისეთი რაღაცები უნდა შეიქმნას მეგრულად, რაც უკვე ქართულად არსებობს?
რა ლოგიკაა ეს, ვერ გამიგია.
ბარემ დაგვიწერეთ, როგორ შევინარჩუნოთ მეგრული, რომ ცუდად არ გაგვიგოთ რაღაცები.

ის თუ იცი, რომ 101 579 სტატიაა ქართულ ვიკიპედიაში, როცა მეგრულში არის მხოლოდ 5 378.
აქედან უდიდესი ნაწილი ნათარგმნია ქართულიდან.
გარკვეული ნაწილია ნათარგმნი სხვაენოვანი ვიკიპედიებიდან. ნეტა მეტი იყოს...
რა, მეგრული დაჩრდილავს ამითი ქართულს?
ეს რაებზე გექმნებათ დისკომფორტები ზოგიერთებს, რა. :დ
მე მაგალითად გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი ქართული ვიკის განვითარებაშიც.
600-ზე მეტი სტატია მაქვს დაწერილი და ათასობით რედაქტირება მაქვს გაკეთებული.
2012 წელს ქართული ვიკის
ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში გავიმარჯვე.
რამე ვალდებულება არ მქონია ამ მხრივ, ჩემი სურვილით, ენთუზიაზმის ხარჯზე ვაკეთებდი ამას.
ჰოდა, თუ გინდათ რომელიმე სტატიის არსებობა ქართულად, ადექით და დაწერეთ.

სულ რამდენიმე ადამიანი ცდილობს მეგრულად რაღაცის გაკეთებას და ისიც სხვას შეუთანხმონ, სად რა გააკეთონ?

ქართულად წერა-კითხვა თითქმის ყველა ქართული ენის მატარებელს შეუძლია
მაშინ, როცა მეგრულად წერა-კითხვა შეუძლია თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს დედამიწაზე.
თუ სურვილი გაქვს, განვავრცოთ თემა.
ან აქ, ან სხვაგან, შესაბამის თემაში.
This post has been edited by ფორცხოლი on 12 Dec 2015, 23:49
. .