მარშრუტი ვიცი. რუკა არ მოიძევება სამწუხაროდ. ამბობენ რომ თბილისამდე 8-10 დღე დასჭირდება.
მარშრუტი ასეთია:
1. ლინუანგიდან მატარებელი წავა ურუმჯის რეგიონისკენ (მგონი ასე იკითხება Urumci), რომელიც ესაზღვრება ყაზახეთს. 4200 კილომეტრამდეა მგონი დაახლოებით...
2. ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე მოხდება ვაგონების გადატვირთვა, ვინაიდან სამწუხაროდ პოსტსაბჭოეთში სხვა სტანდარტების ლიანდაგები გვაქვს და პირდაპირ ვერ გააგრძელებს მატარებელი გზას, გაივლის 2800 კილომეტრს და მივა აკტაუს პორტში.
3. ტვირთი გადავა სარკინიგზო ბორანზე, გადაცურავს 390 კილომეტრს კასპიის ზღვაზე და ჩავა ბაქოს პორტში.
4. აზერბაიჯანიდან მატარებელი შემოვა საქართველოში და მივა ახალქალაქამდე ეს დაახლოებით 750 კილომეტრია.
5. მომავალი წლიდან გაიხსნება ყარსი-ახალქალაქის რკინგზა, რაც 105 კილომეტრიანი მონაკვეთია. სამწუხაროდ საზღვარზე ისევ უნდა მოხდეს გადატვირთვა განსხვავებული ლიანდაგების გამო. მოკლედ ახალქალაქიდან ტვირთი ჩავა ყარსში.
6. ყარსიდან გადაკვეთს მთელ თურქეთს, გაივლის 1788 კილომეტრს და ჩავა დერინჯეში.
7. 2018 წლიდან გახსნიან თურქები ბოსფორზე სარკინგზო გადასასვლელს და მერე უკვე შევა ევროპაში...
დეტალები აქაა:
http://railturkey.org/2015/12/08/can-turke...e-rail-traffic/ * * *
lexannaრას ლაპარაკობ კაცო...40-45 დღეს გეუბნებიან და 2 თვეში თუ ჩამოვიდა კაია.

A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey