სამინისტროებში გეთანხმები. მაგალითად ძალიან ბევრ ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოში ეკონომიკისა და ენერგერგეტიკის სტრუქტურები ერთ სამინისტროშია გაერთიანებული, იმიტომ, რომ ერთი მეორესთან განუყოფელია და პირდაპირ კავშირშია, ინფრასტრუქტურის სამინისტროც ეკონომიკასაა მისაერთებელი, მაგრამ სამინისტროების გაერთიანება იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე სამინისტროს საქმე აღარ უნდა გაკეთდეს ანუ ამას ფული აღარ დაჭირდება. მაქსიმუმ ერთ-ერთი სამინისტროს სახელფასო ბიუჯეტიდან დაიზოგოს თანხები,თორემ აბა ინფრასტრუქტურის სამინისტრო გავაუქმოთ და გზები, ხიდები, რკინიგზა აღარ ავაშენოთ?
ენერგეტიკა არაა მთლიანად კერძო. კერძო არის ჰესების ნაწილი და ელექტროენერგიის დისტრიბუცია...და საერთოდ, 4 მილიარდი ლარი სჭირდება მხოლოდ იმას, რომ ასაკით პენსიონერებმა მიიღონ 400-500 ლარი პენსია. უფრო ზუსტად: 700 000 ასაკით პენსიონერი გვყავს 700 000*400*12=3 360 000 000, 700 000*500*12=4 200 000 000
მაგას აჯობებს სახელმწიფომ მეთოდურად, ყოველწლიურად 20-30 ლარით გაზარდოს პენსია, ამისი რესურსი ნამდვილად არის და ამასობაში, როგორც ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია, საპენსიო რეფორმა გაატაროს და ეტაპორივად გადავიდეს დაგროვებით პენსიას+ სახელმწიფო პენსიაზე.
ნაფიქრი მაქვს მაგ თემაზე სკრუპულოზურად მეც და ჩემზე კომპეტენტურ ხალხსაც. უბრალოდ პოპულიზმია რა გინდა მთავრობის და გინდა ოპოზიციის მხრიდან ამ პენსიების თემებით მანიპულირება. ეკონომიკის გაძლიერებაზე, დასაქმებაზე და განათლებაზე ვიზრუნოთ აჯობებს და ჯერ ისე არ გადავჯიშებულვართ, რომ დასაქმებულმა და შემოსავლიანმა შვილებმა მშობლები დაიკიდონ და პენსიის ანაბარა დატოვონ...
ყველაზე მეტად კი კადრების საკითხები მადარდებს - აღარ მინდა არც ერთი კაცის თითზე ბრელოკივით მოტრიალე ქვეყანა და არც ფულს დაა უძრავ-მოძრავ სიდენიებს დახარბებული უპრინციპო ბიდლო. მთავარი რის გამოც მურმან დუმბაძეს პატივს ვცემ არის ის, რომ თავიდანვე, დაჟე პირველი არ შეურიგდა უსამართლობას და უარი თქვა იმაზე, რაზეც სხვები ვერ ამბობენ: კომფორტზე და მშვიდ, უზრუნველ ცხოვრებაზე.
იტოგში: თუ მეცოდინება, რომ ის უკრაინელი მიშა2-ად და ბიძინა2-ად არ იქცევა და პერსონალურად არ გადაწყვეტს საკადრო საკითხებს, დაჟე სიაშიც კი არ იქნება თვითონ და მხოლოდ დაფინანსებით შემოიფარგლება, აი,მაშინ დავრწმუნდები, რომ მართლა გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და სხვა მიზნები არ ამოძრავებს.
აღარ მინდა არც ახალი ავთანდილ ბერიძეები, არც ზურაბ ზვიადაურები, არც ბებერი დოცენტები და პროფესორები, არც ყურებდატეხილი ბიდლო, არცა რტისტები და მომღერლები, არც ვინმე ყელში ამოსული სახე. 25 წელი გავიდა დამოუკიდებლობიდან, ახალი თაობა გამოიზარდა, განათლებული, სწორად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც პატარა ბიჭები აღარ არიან, 30-35-40-45 წლისები არიან, გული შესტკივათ ამ ქვეყანაზე და ამ სიბინძურეებზე, მოიკითხოს ვინმემ ეს ხალხი და შემოიკრიბოს, ნუ მოძებნიან საეჭვო ენჯეოებში, უნივერსიტეტებში და ცნობად სახეებში. ბოლოს და ოლოს სოციალურ ქსელებს გადახედონ და მიხვდებიან ვის შეიძლება რეალურად დაეყრდნოს მართლა პატრიოტი და ჭკვიანი ადამიანი და ვის არა.
მე მაპატიეთ, ასე ადვილად არავისი აღარ მჯერა და რჩევაც: პოპულიზმი მაგარი ცუდი პონტია რა, ნუ შეპირდებიან ამ 500 ლარს პენსიას, დაელაპარაკონ ხალხს, აუხსნან, უთხრან რო ყოველ წელს მოგიმატებ 20 ლარს, 30 ლარს, არ მოგატყუებ, არაა ახლა მეტის საშუალება. მაგას უფრო დაიჯერებენ და მხარს დაუჭერენ.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey