Denmark
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5219
წევრი No.: 11517
რეგისტრ.: 14-July 05
|
#46552222 · 23 Dec 2015, 12:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia 30 წუთი მაქვს და ვეცდები ჩავეტიო..
ამ თეორიით დადგინდა, რომ პიროვნება არის სხვა, ცხოველი სხვა. პიროვნებას ახასიათებს თვითასოცირება მოქმედების ოთხი ასპექტიდან (მართვა, ფორმა, ძლევა, ცხრომა) ერთ-ერთთან ასოცირება, დანარჩენ სამს კი თვლის გარემოების ფაქტორად. თუკი იგივე კრიტერიუმს დააკმაყოფილებს სხვა ცხოველი (ცხადია, მას უნდა ჰქონდეს საკმაოდ რთული ნერვული სისტემა) - ისიც იქცევა პიროვნებად. ცხოველს ეს არ ახასიათებს და მასში მოქმედების ოთხივე ასპექტი - უწყვეტ ციკლურ ცვლაშია. მოკლედ, პიროვნებად შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ადამიანი, ასევე სხვა ტიპის ინდივიდი. დღეს კი ჩვენ მხოლოდ ადამიანებში ვხედავთ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს. უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანი იბადება ცხოველად და ის დარჩება ცხოველად თუკი არ გაიზარდა პიროვნებების გარემოში, ადამიანთა სოციალურ-კულტურულ გარემოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველებსაც ახასიათებთ აზროვნება, განცდები და ემოციები (2012 წლის ზაფხულში ამ პოზიციაზე შეთანხმდნენ მსოფლიოს ნეირობიოლოგები). მაგრამ ცხოველები არ არიან პიროვნებები.
ერი - ეს არის ერთი ტიპის (მოქმედების რომელიმე ასპექტთან თვითასოცირების სახით) პიროვნებათა ერთობა. დაფიქსირდა 4 ტიპის პიროვნება: მართვის მანიის, ფორმის მანიის, ძლევის მანიის და ცხრომის მანიის. მანია - ეს ტერმინი იქნა გამოყენებული იმიტომ, რომ საუბარია ფაქტორის დომინანტურობაზე და არა ერთადერთობაზე. ერებიც დაიყო 4 ჯგუფად: მართვის მანიის კლასის, ფორმის მანიის კლასის, ძლევის მანიის კლასის და ცხრომის მანიის კლასის. ცხრომა - განცხრომასთან არ გააიგივოთ, საუბარია დაძაბულობის მოხსნაზე, რელაქსაციაზე.
ვინ რომელი ტიპის ერია?
1) მართვის მანიის კლასის ერები: ქართველები, ბასკები, კორსიკელები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, სიცილიელები და ა.შ. ძველი - ხეთები, პელაზგები, ეტრუსკები და ა.შ. - რიცხობრივად ესენი ყველაზე ნაკლებია; 2) ფორმის მანიის კლასის ერები: გერმანელები, ჩინელები, იაპონელები, არაბები, ირანელები, უკრაინელები და ა.შ. - რიცხობრივად ესენი ყველაზე მეტია; 3) ძლევის მანიის კლასის ერები: რუსები, სერბები, ქურთები, მონღოლები და ა.შ. - რიცხობრივად ესენიც ძაან ცოტაა; 4) ცხრომის მანიის კლასის ერები: ამერიკელები, ფრანგები, ინგლისელები, ჰოლანდიელები, ინდოელები და ა.შ.
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ტიპის პიროვნებას სხვადასხვა დომინანტური მოტივი ახასიათებს: 1) მართვის მანიის ტიპის პიროვნების მოტივია პროცესში ყოფნა, ინიციატივის ფლობა 2) ფორმის მანიის ტიპის პიროვნების მოტივია მიზეზი 3) ძლევის მანიის ტიპის პიროვნების მოტივია მიზეზი+მიზანი, თან უნდა იყოს მკაფიო კავშირი მიზეზსა და მიზანს შორის 4) ცხრომის მანიის ტიპის პიროვნების მოტივია მიზანი
სხვადასხვაა ამ ტიპის ერებში მოცემულობა და პრობლემა, თან ესენი აღმოჩნდა ერთმანეთთან ციკლურ რიგში: მართვის მანიის კლასის ერებში მოცემულობაა თავისუფლება, პრობლემა - თანხმობა ფორმის მანიის კლასის ერებში მოცემულობაა თანხმობა, პრობლემა - მოვალეობა ძლევის მანიის კლასის ერებში მოცემულობაა მოვალეობა, პრობლემა - თანასწორობა ცხრომის მანიის კლასის ერებში მოცემულობაა თანასწორობა, პრობლემა - თავისუფლება (წრეც შეიკრა).
ცივილიზაცია - ეს აღმოჩნდა სხვადასხვა ტიპის ერების ურთიერთობის შედეგი. ცივილიზაცია სტაბილური აღმოჩნდა, თუ მასში აქტიურად ურთიერთობს ოთხივე ტიპის ერი. დატაცების (რესურსებიც მიტაცების) სტრატეგია აღმოჩნდა ცივილიზაციების განვითარებისთვის ეფექტური 1950-იან წლამდე. ამავე პერიოდში მოხდა პირველად ისტორიაში კაცობრიობის ქცევა ერთ ცივილიზაციად.
პიროვნებებს (შესაბამისად ერებსაც) აღმოაჩნდა განვითარების სხვადასხვა დონეები (საფეხურები). დღეს ყველაზე განვითარებული ერები იმყოფებიან განვითარების მეოთხე (მეცნიერულ) საფეხურზე. მაგრამ ზოგიერთი ერი ჯერ კიდევ განვითარების მესამე (რელიგიურ) საფეხურზე იმყოფება - არაბები, ირანელები და ა.შ. ინდოეთს დაწყებული აქვს მეოთხე საფეხურზე გადასვლა, ჩინეთი წინა საუკუნეში გადავიდა, აშშ, რუსეთი, გერმანია, საქართველო - წინა საუკუნის პირველ ნახევარში. ჩვენ რომ მეოთხე საფეხურზე ვართ, ამის დასტურია დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის შექმნა. მეოთხე საფეხურზე მყოფმა ერმა უნდა შექმნას ფსიქოლოგიის თავისი სკოლა ან უნდა მოახდინოს მისავე ტიპის სხვა ერის მიერ შექმნილი ფსიქოლოგიის სკოლის რეალიზაცია. არსებობს სხვა მახასიათებლებიც, მაგრამ მათი დეტალიზაცია შორს წაგვიყვანს..
დაბოლოს, ყველაზე რთული საკითხი - მოქმედების ასპექტებიდან ერთ-ერთზე დაფიქსირება რომ ხდება ცალკეულ პიროვნებაში, აღმოჩნდა, რომ უწყვეტი ციკლური მონაცვლეობა გადასულია ცივილიზაციის (ამჯერად კაცობრიობის) ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ ეს მონაცვლეობა ციკლურ რიგშია. 1928 წლიდან დაფიქსირდა ამ ციკლების მონაცვლეობის 20 წლიანი ფაზები.
ამავე დროს, დასაბუთდა, რომ პიროვნება პირდაპირ არ არის ცივილიზაციის სუბიექტი. ცივილიზაციის სუბიექტი აღმოჩნდა ერი, პიროვნება კი ერის ნაწილი.
ეს არის პირველი მიახლოებით, მოგვიანებით კიდევ დავწერ..
პ.ს. თავად თეორიის სრულად შესწავლის შემთხვევაში აქვს აზრი ამაზე მსჯელობას, მისი ცალკე აღებული ფრაგმენტით გამორიცხულია იმის დანახვა, რასაც თეორიის სრულად შესწავლის შემთხვევაში დაინახავ..
|