qutaiseli teroristi
ბოცა

        
ჯგუფი: Members
წერილები: 37053
წევრი No.: 10890
რეგისტრ.: 18-June 05
|
#46507885 · 18 Dec 2015, 11:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქუს ბუტკის ე.წ. ჟურნალისტო ელისაშვილო, ამ ყველაფრის შემდეგ, კაცი გქვია შენ, ბიჭო?!.. 15-12-17 21:40:37 | ამობეჭდვა აქუს ბუტკის ე.წ. ჟურნალისტო ელისაშვილო, ამ ყველაფრის შემდეგ, კაცი გქვია შენ, ბიჭო?!.. როცა მესმის, ელისაშვილი პატიოსანი ბიჭიაო, სულ ის ბიჭები მახსენდება, „კავკასიის“ ეთერში რომ დაამწკრივეს და საპატიმროს გზას გაუყენეს ისე, როგორია ელისაშვილო, ჯერ რომ აჭერინებ და მერე, ბოდიშებს იხდი?!.. ჯანგირაშვილმა, აქუბარდიამ და ელისაშვილმა პირდაპირ ეთერში დააპატიმრებინეს სააკაშვილის ხროვას უდანაშაულო ადამიანები,აქუბარდია გაიძახოდა, — არა, კაცო, ჩემთვის არავის დაურტყამსო...იქით ჯანგირა მოსთქვამდა, — როგორ გეკადრებათ, ჩვენ არავის სახე არ გვახსოვს, ჩხუბიც კი არ ყოფილაო და აქეთ, ეს ვითომცდა სიმართლის დამცველი ბიჭი — ალეკო ელისაშვილი ქადაგებდა სასამართლო პროცესზე, — ეს ბიჭები არაფერ შუაში არიან და სასჯელს არ იმსახურებენო. მოვლენების ეპიცენტრში გახლდით მაშინაც, იქ, ილიაუნის უნივერსიტეტთან და მაშინაც, სასამართლოზე როგორი თავჩაქინდრული იდგნენ ხალხისგან მხილებული ტელეკომპანია „კავკასიის“ ვაიჟურნალისტები ელისაშვილი, ჯანგირაშვილი და აქუბარდია. მერწმუნეთ, გაიშიფრნენ და დღესაც თავდახრილები დადიან იმიტომ, რომ უკვე დღეს საზოგადოებამ აშკარად დაინახა ვისი მსახურები იყვნენ ისინი სინამდვილეში, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზია „რუსთავი-2“-ის მხარდამჭერ აქციებზე მიბრძანდნენ და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისროდნენ და დღეს, უკვე ნიღაბჩამოხსნილებმა აღარ იციან რომელ კედელს ეცნენ, ან ვის მიეკედლონ იმისათვის, ხვალ რომ უკეთესად აუხდეთ ოცნებები!!!
ბოლო ერთი კვირაა, „აქუს ბუტკის“ ე.წ. ჟურნალისტს და თბილისის ჰამქარის კინტოს, აწ კი საკრებულოში შემთხვევით მოხვედრილ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს „გონება გაეხსნა“ და იმ ამბების გახსენება დაიწყო, რასაც თურმე ამდენი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა... არადა, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვისი დანაშაულის დაფარვასაც წარმატებით ახერხებდა და ჭირმა ბოლომდე თავი რომ ვერ დამალოს, მოდით, ახლა მე თქვენ იმ ამბავს გაგახსენებთ, რომელიც 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში“ ხდებოდა, სადაც წარსულში „ჟურნალისტი“ ელისაშვილი აგრერიგად „გმირულად“ ირჯებოდა... ყველაფერი ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობით“ დაიწყო. ქართული საზოგადოება იმდენად აღშფოთდა, რომ ქუჩაშიც გამოვიდა, არადა, საზოგადოება იმაზეც ღელავდა, რომ აღნიშნულ მკრეხელობას ილიაუნის უნივერსიტეტმა გაუღო კარი და პრეზენტაციაც იქ მოეწყო.
4 მაისს, გიგა ბოკერიას ცოლის „ტაბულოჩკა ტამარას“ „საიდუმლო სირობა“ შედგა, სადაც გადაწყდა, რომ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრების დაპატიმრება აუცილებელი იყო, რადგან მათივე თქმით ისინი თავს გავიდნენ. სამი დღის შემდეგ 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებს „აქუს ბუტკაში“ ეპატიჟებიან და გადაცემა მიჰყავდა „კნეინა ჯანგირას“, რომელიც გადაცემა „ბარიერის“ დასაწყისშივე ავლენდა მიკერძოებას, ე.წ. ლიბერალური ფრთისადმი, რომელიც წარმოდგენილი იყო ვინმე თეო ხატიაშვილით, ბექა მინდიაშვილით და „ნაცი“ სერგო რატიანით...
მეორე მხარეს კი წარმოადგენდნენ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრები — ლევან ჩაჩუა, დავით შალამბერიძე, ჯაბა გურჩიანი, მალხაზ გულაშვილი, რატი მაისურაძე და სხვები. როგორც „აქუს ბუტკაში“ სჩვევიათ, სიმართლისა და მართლმადიდებლური მრწამსის დამცველებს სიტყვის დამთავრებას არ აცდიდა „კნეინა ჯანგირა“, თუმცაღა, როდესაც ბექა მინდიაშვილის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, თითქოსდა „მართლმადიდებლური მშობელთა კავშირი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ ფაშისტური ორგანიზაციები არიან და წარმომადგენლები კი ფაშისტები, ამის შემდეგ ბექა მინდიაშვილი, ვინმე თეო ხატიაშვილი და სერგო რატიანი თანმხლები პირებითურთ სტუდიიდან გავიდნენ, ამ დროს ყვირის ნინო ჯანგირაშვილი, გარეთ რაღაცა ხდებაო და ამ შეძახილით ნელ-ნელა ძაბავს სიტუაციას სტუდიაში. დაახლოებით 15-17 წუთიანი წყვეტის შემდეგ, გადაცემა „ბარიერი“ გაგრძელდა, სტუდიაში შემორბიან ტელეკომპანიის თანამშრომლები, ვითომცდა ტუჩგახეთქილი აქუბარდიაც გამოჩნდა, რომელიც მალხაზ გულაშვილს და ლევან ჩაჩუას უმტკიცებდა თქვენმა ბიჭებმა მცემეს გარეთო. ჯანგირაშვილმაც იგივე გაიმეორა, რომ ტელეკომპანიის ეზოში მოხდა ჩხუბი და რომ სცემეს ბექა მინდიაშვილი და მისი თანამშრომლები. მოხდა უპრეცენდენტო რამ საქართველოს მედიაისტორიაში, ქართველმა ჟურნალისტებმა — ჯანგირაშვილმა, აქუბარდიამ და ელისაშვილმა პირდაპირ ეთერში დააპატიმრებინეს სააკაშვილის ხროვას უდანაშაულო ადამიანები, არადა, იმთავითვე ჩანდა, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ ბანდა ვიღაცის დირექტივებით იმართებოდა და ჯანგირ ხანუმიც ზედმიწევნით კარგად ასრულებდა ამ დირექტივას. უცნაურია, მაგრამ როდესაც სასამართლო სხდომები დაიწყო, ტელეკომპანია „კავკასიის“ მიერ წარმოდგენილ ვიდეოკასეტებში, სადაც დაკავებულების ბრალეულობა უნდა დაფიქსირებულიყო, ჩანაწერში ჩხუბის, გინების და გადაცემის ჩაშლის მცდელობის არცერთი კადრი არ არსებობდა. ჩვენ ყველამ ვნახეთ როგორ მშვიდად იჯდა კადრში ლევან ჩაჩუა, მალხაზ გულაშვილი, ხოლო ჯაბა გურჩიანმა როგორ აიღო მიკროფონი და თქვა — „ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს!“ საინტერესოა, დღეს რომ პირი დააღო ელისაშვილმა და იხსენებს „მოგონებებს გარდასულ დღეთა“, ის თუ ახსოვს, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებაში ლომის წვლილი რომ შეიტანა?!.. თუმცა რა ემახსოვრება, მთვრალი დარბოდა იმ დღეს და გაჰყვიროდა, — გვირტყამენ, ამათიო!..“
არადა, ვინ იყვნენ ისინი, ვინც თითქოსდა, ურტყამდნენ ამ ჭრელა-ჭრულა უხსენებელს?!.. ვინ იყვნენ და 1. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი, ეკლესიის სტიქაროსანი და მედავითნე — ავთანდილ ზუმბაძე; 2. სასულიერო აკადემიის სტუდენტი — დავით შალამბერიძე; 3. მგალობელი ზვიად ბლიაძე, რომელიც ტელევიზიის ეზოში დააკავეს; სხვათა შორის ზვიად ბლიაძის მამა „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს ინსულტით გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის შესახებ კოდექსში წერია გამოსათხოვარ პანაშვიდზე პატიმრის მიყვანა შესაძლებელიაო, სააკაშვილის და ბოკერიას „ნაცხროვამ“ ზვიად ბლიაძეს ამის შესაძლებლობა არ მისცა და მან მამა საპატიმროში გამოიტირა.
„კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს რიგ-რიგობით დააპატიმრეს სამი შვილის მამა — ლევან ჩაჩუა, რომელმაც, მეუღლის მეოთხე შვილზე ფეხმძიმობის ამბავი საპატიმროში შეიტყო. ასევე იმ დღეს დააპატიმრეს რატი მაისურაძე, რომელიც მთავარ სამმართველოში მოწმის სტატუსით შეიყვანეს და იქ დააკავეს იმ საბაბით, რომ ისინი მართლმსაჯულებას დაემალებოდნენ, თუკი იმ დღესვე არ დააკავებდნენო... ჩვენების მისაცემად მთავარი სამმართველოს შენობაში შევიდნენ შოთა აფხაიძე და გიორგი გაბედავა, რომლებიც იმავე მოტივით დააკავეს, რომ არ დამალულიყვნენ. 10 მაისს პოლიციის განყოფილებაში მე-12 კლასის მოსწავლე და ეკლესიის სტიქაროსანი ჯაბა გურჩიანი გამოიძახეს, იგი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში, რის შემდეგაც დააკავეს. სასამართლო პროცესებზე სრულიად აბსურდული ბრალდებით დაკავებული 8 ბიჭის ადვოკატი პარლამენტის დღევანდელი ვიცე-სპიკერი, იმ პერიოდში კი ადვოკატი და უფლებადამცველი მანანა კობახიძე და ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე იცავდნენ. სწორედ მაშინ შევიტყეთ, რომ „კავკასიაში“ მომხდარ ინციდენტზე 32 მოწმიდან ყველა მოწმე პოლიციელები იყვნენ. აღნიშვნად ღირს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა გარდა ყველა სხვა მოწმემ და მათ შორის ე.წ. დაზარალებულებმა, ანუ ტელეკომპანია „კავკასიის“ თანამშრომლებმა მათი სტუმრების რვავე მართლმადიდებელი ბიჭი უდანაშაულოდ სცნო იმ ბრალდებაში, რაც მათ წაუყენეს.
აქუბარდია გაიძახოდა, — არა, კაცო, ჩემთვის არავის დაურტყამსო...იქით ჯანგირა მოსთქვამდა, — როგორ გეკადრებათ, ჩვენ არავის სახე არ გვახსოვს, ჩხუბიც კი არ ყოფილაო და აქეთ, ეს ვითომცდა სიმართლის დამცველი ბიჭი — ალეკო ელისაშვილი ქადაგებდა სასამართლო პროცესზე, — ეს ბიჭები არაფერ შუაში არიან და სასჯელს არ იმსახურებენო. უფრო მეტიც, უსინდისო ალეკო ელისაშვილი, რომელიც გადაცემა „ბარიერში“ ყველაზე მეტ აგრესიას ავლენდა და აშკარად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ცოტა ხნის წინ ყელმოღერებული და მართალი კაცივით იმოძღვრებოდა, როცა შეიტყო, რომ რვა მართლმადიდებელს პოლიტპატიმრების სიით თავისუფლებაზე უშვებდა ახალი ხელისუფლება. აი, მისი სიტყვები: „ამ ფაქტს მივესალმები, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ტყუილად არიან დაკავებულები, ხელისუფლებამ მაშინ ამ ქმედებით ორი კურდღელი დაიჭირა, ერთის მხრივ „კავკასიას“ ჩრდილი მიაყენა, ვითომ ჩვენ დაჟინებით ვითხოვდით ამ ხალხის დაჭერას, არადა, ისინი არაფერ შუაში იყვნენო... ერთ-ერთი ოთხი შვილის მამა ჩაჩუა, არ მოსწონდათ, გულზე არ ეხატებოდათ, მისი დაჭერა უნდოდათ, მივიდნენ და დააპატიმრეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის გამო, მაშინ, როდესაც კაცი მთელი გადაცემის განმავლობაში სკამიდან არ ამდგარა. ძველი ბოღმა ჰქონდათ, ხელისუფლება ვერაფრით ახერხებდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის გაჩერებას. ამ ინციდენტით ისარგებლეს, სცადეს, რომ ჩვენთვის ჩრდილი მოეყენებინათ და მეორეს მხრივ, ესენი გაანეიტრალეს. სინამდვილეში ტყუილად დაიჭირეს, მე ამოცნობაზე მიმიყვანეს, სამი ბიჭი წარმოადგინეს და არცერთი არ იყო ამ საქმესთან დაკავშირებული. ამას გარდა, ჩვენ — მე, დავით აქუბარდიამ, ნინო ჯანგირაშვილმა, „კავკასიის“ ოპერატორმა და ყველამ, ვინც იქ ვიყავით, სასამართლო პროცესზე ვთქვით, რომ ესენი არაფერ შუაში არ არიან... შეგიძლიათ კადრები ნახოთ, სადაც ჩანს, რომ ეს ბიჭები არაფერს აკეთებენ, მოკლედ, ჯავრი ჰქონდათ ამათი და ტყუილუბრალოდ ანგარიში გაუსწორეს, ძალიან კარგი, რომ სამართლიანობა აღდგება და ეს ბიჭები გათავისუფლდებიან. ვულოცავთ, ნამდვილად მიხარია!..“ — ეს განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილმა გაზეთ „გურია-ნიუსის“ ჟურნალისტთან...
აი, ძვირფასო მკითხველო, იმ ადამიანის პორტრეტი, რომელიც მაშინ გაჰყვიროდა — დამნაშავეები დაიჭირეთო, დღეს კი გაჰყვირის, — ძალიან კარგი რომ პოლიტპატიმრების სიაში არიან და ახალი ხელისუფლება მათ შეიწყალებსო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ დააწიოკა „ნაცმოძრაობამ“ და ტელეკომპანია „კავკასიის“ ბანდამ ერთობლივად ჩვენი კოლეგა მალხაზ გულაშვილის ოჯახი, როგორ გადახიზნეს მამა-შვილი გულაშვილები, პროვოკატორმა ტელევიზიამ და მათმა დამქაშებმა ქვეყნიდან შორს და რაღა შორს წავიდე, განა მე არ ვიყავი ამ ყველაფრის მოწმე და შემსწრე?!.
მოვლენების ეპიცენტრში გახლდით მაშინაც, იქ, ილიაუნის უნივერსიტეტთან და მაშინაც, სასამართლოზე როგორი თავჩაქინდრული იდგნენ ხალხისგან მხილებული ტელეკომპანია „კავკასიის“ ვაიჟურნალისტები ელისაშვილი, ჯანგირაშვილი და აქუბარდია. მერწმუნეთ, გაიშიფრნენ და დღესაც თავდახრილები დადიან იმიტომ, რომ უკვე დღეს საზოგადოებამ აშკარად დაინახა ვისი მსახურები იყვნენ ისინი სინამდვილეში, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზია „რუსთავი-2“-ის მხარდამჭერ აქციებზე მიბრძანდნენ და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისროდნენ და დღეს, უკვე ნიღაბჩამოხსნილებმა აღარ იციან რომელ კედელს ეცნენ, ან ვის მიეკედლონ იმისათვის, ხვალ რომ უკეთესად აუხდეთ ოცნებები!!!
როცა მესმის, ელისაშვილი პატიოსანი ბიჭიაო, სულ ის ბიჭები მახსენდება, „კავკასიის“ ეთერში რომ დაამწკრივეს და საპატიმროს გზას გაუყენეს, არადა, მათ ზუსტად იმდენივე მიესაჯათ, რამდენიც გირგვლიანის მკვლელებს და ისინიც იმ მოსამართლემ გაასამართლა... ისე, როგორია ელისაშვილო, ჯერ რომ აჭერინებ და მერე, ბოდიშებს იხდი?!.. სასამართლოზე ხელი ვერავის დაადე იმიტომ, რომ იმ ხელს მოგტეხავდა ის ხალხი, რომელიც იმ დარბაზში იჯდა. შეგეშინდა და რაღა არ იბოდიალე მაშინ!.. პატრიარქის განცხადების შემდეგ საზოგადოება ყალყზე იდგა, ყველა გაგინებდათ, გაფურთხებდათ შენც, ჯანგირაშვილსაც და აქუბარდიასაც და ამიტომაც იყო წელში გადატეხილებივით რომ დადიოდით იქამდე, ვიდრე ივანიშვილი არ გამოჩნდა იმავე „კავკასიაში“, სადაც ხალხი დააჭერინეთ და ხალიჩები დაუფინეთ. ამ ყველაფრის შემდეგ, კაცი გქვია შენ, ბიჭო?!.. რამდენი ხანი უნდა იცოცხლო, ამ ცოდვის ზიდვამ ხერხემალში რომ არ გადაგტეხოს?!.. არცერთი შენი სიტყვის არ მჯერა იმიტომ, რომ ცრუპენტელა ხარ და შენი ადგილი, რომელ ჰამქარშიც არის, ყველაზე კარგად იმ ბიჭებმა იციან, ამ საზოგადოებამ და უფალმა იცის!!! ფუი, შენს კაცობას!..
ირინე გოგოსაშვილი 555 25 43 35
"საერთო გაზეთი"
--------------------
აფხაზეთში მცხოვრები ყირგიზელი ჰაკერი
ლაშას მამა გარდაეცვალა და მოგვიანებით გნახავთ
თავისუფლება SPLIYVI-ს
|