#46488602 · 16 Dec 2015, 07:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iakhsari
| QUOTE | მაგარი სასაცილო რამ დაწერე...
დიპლომატია არაფერ შუაშია...
მთავარია პოლიტიკა განისაზღვროს და დიპლომატები მიუხედავენ საქმეს...
ქართველებს საკმაოდ კარგი და ძლიერი დიპლომატები ყავთ... მაგრამ დიპლომატი თავისით ვერ და არ იტყვის ვერაფერს და არაფერს..
თან არც ის დაგავიწყდეთ რომ ტიპები მოხალისეებად მუშაობენ....
მაგრამ მთავარი იმის განსაზღვრაა რა გვინდა
|
ჩვენნაირი გეოგრაფიული და პოლიტიკური მდებარეობა-მდგომარეობიდან გამომდინარე ძლიერი დიპლომატებისა და საგარეო უწყების გარეშე როგორ გესახება თანმიმდევრული და ზუსტი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და მით უფრო ამ განსაზღვრულის შენარჩუნება და რეალიზაცია? მე სულ რომ კარგი მწერალი და ორატორი ვიყო თუ არ მეცოდინება რა თემებზე უნდა ვწერო მოქნილად და რასაც დავწერ ის მუნჯებს მივცე სასაუბროდ - ძლიერი იქნება ჩემი სიტყვა და მისი აღქმა?! ამისათვის მჭირდება ძლირი პროფესიონალები, ხალხი რომელთაც იციან თუ რა ხდება ირგვლივ და იციან თუ როგორ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ყველა სხვას.
მეტიც, როდესაც ჩვენი საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად გადაჯაჭვულია საშინაო პოლიტიკასა და სტაბილურობასთან ძლირი დიპლომატიის გარეშე საკმაოდ სუსტი სახელმწიფო ვიქნებით. აქედან ამოდი, ამ ხედვიდან და არ არის საჭირო ნათქვამს უწოდო "სასაცილო" ან "ბრძნული", არამედ აუცილებელია უფრო ბევრ ჭრილში შეხედო ყველაფერს. მეტერნიხი და მისი ავსტრიული დიპლომატიის სკოლა რომ არა ავსტრო-უნგრეთის იმპერია ერთი საუკუნით ადრე გაქრებოდა რუკიდან.
This post has been edited by Front National on 16 Dec 2015, 07:27
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|