მოკლედ, მაგ ხვინთელიანს აქ ჰყავდა თავისიანები - ძმა და მეგობარი - ლონდერ ცაავა.
ის ხვინთელიანი თავიდან ამათ უგზავნიდა ფულს, ესენი დებდნენ საქმეში.
ნახეს რა, ნაცულიკებმა, რომ ფული აქვსო, სხვადასხვა პროექტები შესთავაზეს და ამ მიზეზით ჩამოიყვანეს საქართველოში.
ამან ფესვები ასე თუ ისე გაიდგა და მერე სხვადასხვა რაღაცეები დაავალეს, აგერ გიულის უნის შენობა გაარემონტე, ეგერ ამ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებას ფლიგელი მიადგი...
ესეც აკეთებდა.
მერე ეგერ ქალი რომ იჯდა ტელევიზორში ახლა, იმ ქალის ქონება ჰქონდა ნაყიდი ხვინთელიანს.
ის ქონება კიდევ ამ ქალმა ნოტარიუსის ხელშეწყობით იპოთეკით დატვირთა.
გვიან გაიგო ხვინთელიანმა და ატყდა ერთი ამბავი.
დაიჭირეს ხვინთელიანი აფერისტობაზე (?!), წაართვეს ის ქონება, არც იმ ქალს მისცეს არაფერი და ამასაც ფული დააწერეს.
დაწერილს კი ეს არ იხდიდა. იჯდა და იჯდა.
მერე, ვითომ ჰაიდელბერგ ცემენტს რომ ხმარობდნენ ნაცულიკები ლამის ყველაფერზე ესტაკადებზე, ხიდებზე, ავტობანზე და სინამდვილეში სომხურ იაფფასიან ცემენტს ეზიდებოდნენ და იმ ცემენტის ფულსაც არ იხდიდნენ.
მაგრამ არც სომხები აღმოჩნდნენ უპატრონოები, ამ ამბებში ჩაერია სომხეთის შუსუსუ და მიაკითხეს პირგდაპირ მერაბიშვილს.
მერაბიშვილი რაის ფულის დამბრუნებელი იყო და გაახსენდა ხვინთელიანი.
ამ ფულის გადახდა ხვინთელიანს მოსთხოვა. არ დაგავიწყდეს, ციხეში მჯდარ კაცს შეაწერეს.
ხვინთელიანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, შანსი არააო.
აბა თუ შანსი არააო, კი მიხვდებოდით, რა დღეში ჩააგდებდნენ.
მერე ერთმა ადვოკატმა, გვარს არ დავასახელებ, უთხრა, მაგას მოგიგვარებ და გაგიყვანო.
მიაცემინა მის ცოლს ფული ალიბეგა სალაყაიასთვის და ალიბეგა სანამ თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა, ყველა რესტორანსა და დუქანში შეიარა.
თან იძახდა, ქურდები მე და ჩემი სიძე ვართ საქართველოში, დანარჩენები გაქცეულები არიანო.
იმ ადვოკატის წყალობით და კიდევ ერთი ადვიკატის წყალობით, დაიმედებულმა მგონი გავდივარ გამართლებითო, ორ მილიონამდე ასე დახარჯა.
ზოგი ჯარიმა გადაიხადა, ზოგი ადვოკატისა, ზოგი მერაბიშვილის ახლობლებისა.
მარაა, ნაცებიც კაი ნაგვები არიან და ეგრე არ გვაწყობს გამართლება, კიდევ გადაიხადეო.
დაიწყო ისევ თავიდან.
პირველი ოქტომბრის შემდეგ მაგასაც შეწყალების ფურცლები მისდიოდა და მისდიოდა, ისევე როგორც ენვერებს, ზილებს, ყინწვისს და ლამის ყველა იმას, ვინც ახლა პოლიტპატიმრების სიაშია.
ნუ, მერე კლასიკურად განვითარდა ყველაფერი - ყველამ უარი თქვა რამდენიმეგზის შეწყალებაზე.
ისე, მაგას რომ უთხრეს, პოლიტპატიმრის სიებში არ ჩაგსვამენ და აქ ჩაგტოვებენ, შეწყალებას მოაწერე ხელიო, უპასუხა, დამდგომია დარდი, ვიჯდები, მაგრამ შეწყალებით არ გავალ, შანსი არააო.