no_oneმგონი არავინ დაობს რომ ზედმეტად ბევრი მანქანაა ამ ქალაქში და უბრალოდ ვეღარ იტევს ამდენ ტრანსპორტს.
მაგრამ ასეთI სულელური წესით მარჯვენარულიანების შემოყვანის აკრძალვა იდიოტობა და მავნებლობაა.
მოდი ქალებს ავუკრძალოთ მანქანის მართვა. ხომ შემცირდება მანქანების რაოდენობა? მოდი დიდი შავი ჯიპები ავკრძალოთ, მაგითაც ხო შემცირდება?
რატო არ აკეთებენ მაგას და კრძალავენ მარჯვენარულიანებს?
არცერთი რეალური მიზეზი არ დასახელებულა თუ რატომ მაინც და მაინც მარჯვენა და რაში უშლის ხელს საჭის ადგილმდებარეობა კარგ მძღოლს.
ამ პრობლემის რეალური საფუძველი ქალაქის არასწორ დაგეგმარებაში და გენ. გეგმის უქონლობაშია, თავისი დინებით მიდის ქალაქის და მთლიანად ქვეყნის განვითარება. თავკომბალა გახდა თბილისი და კიდევ და კიდევ იმატებს მოსახლეობა ამ ქალაქში, იმიტომ რომ რაიონები იცლება. არ გიკვირთ ამდენი მშენებლობა როა ვის რათ უნდა ამდენი ბინა? ყველას თბილისში უნდა ბინა ჰქონდეს, რაიონში კაპიკებში გაყიდის კარმიდამოს, სესხს აიღებს და თბილისში ბინას იყიდის მაინც. ამდენი ხალხია ქალაქში პრობლემა და არა საჭის ადგილმდებარეობა (პრობლემა არ იქნებოდა უუნარო და დებილი მმართველობა რომ არ ჰყავდეს ამ ქალაქს).
და მაინც, რატოა ამდენი მანქანა და ყველას რატომ უნდა 1500$-ად მანქანის ყიდვა?
იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს ჩვენს ქალაქში!!!!ვერ გადაადგილდები ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში ნორმალურად და ასე თუ ისე კომფორტულად. წარმოუდგენელია.
გამოდიხარ სამსახურიდან საღამოს დაღლილი და მარშუტკაში ცალ ფეხზე უნდა იდგე რო სახლამდე მიაღწიო. დილით გამოდიხარ დროულად და აგვიანებ იმიტომ რომ აგერ უკვე მეხუთე მარშუტკამ ცაიარა ისე რომ ცალ ფეხზე დასადგომიც კი არ ჰქონდა.
ჰოდა იძულებული ხარ მოაგროვო ის 1500$ და იყიდო საკუთარი ავტომობილი რო მაგ საცობში ცალ ფეხზე დგომის მაგივრად ნორმალურად მაინც იჯდე და ადამიანად გრძნობდე თავს.
ეს ყველაფერი არ ჩანს ბევრისთვის, არ ჩანს ხელისუფლებისთვის და იმ ხალხისთვის ვინც წლობით მანქანით დადის, მათთვის მხოლოდ საცობები ჩანს და ცდილობენ მაგის მოგვარებას, მაგრამ ვერ ხედავენ უბრალო ხალხის პრობლემას და გასაჭირს.
2012-ში ვიყიდე საკუთარი ავტომობილი და მალევე გავყიდე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი, ამ წელს ვიყიდე და ეხლა ისევ გაყიდვა მომიწია და სიმართლე უნდა ვთქვა, ამ 1 წელში მეც გადამავიწყდა ეგ პრობლემა მაგრამ დავრჩი ფეხით და შევეჩეხე ივეც მეც მაგ პრობლემას.
ბავშვს ვერ წავიყვან ექიმთან მანქანის გარეშე და ვერც გავასეირნებ. რაიმე შეხვედრაზე რო მივდიოდე სერიოზულზე, ვერ ავალ მარშუტკაში იმიტომ რომ ზედ გადამივლიან და ადამიანს აღარ ვემგვანები დანიშნულების ადგილამდე რომ მივალ (ეგ არაა ხალხის ბრალი, ისევ და ისევ გაუმართავი სისტემის ბრალია).
ჰოდა დღესდღეისობით შეუძლებელია ქალაქში ავტომობილის გარეშე ნორმალურად გადაადგილება და ეს პრობლემაა მოსაგვარებელი და ეგ რომ მოგვარდება მანქანების რაოდენობაც თავისთავად იკლებს!!!
ესაა რეალური პრობლემა და არა საჭის ადგილმდებარეობა და თითიდან გამოწოვილი მიზეზები, ამგრამ არ აქვს ამ მთავრობას ამის მოგვარების ტრაკი და რა გინდა რო ქნა. ისევ მარტივ გზას აწვება უბრალო ხალხის ხარჯზე.
დიდი პოსტი გამომივიდა მარა რა ვქნა, შუაში ვერ გავწყვეტდი