შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ზაზა ს. და 1974 წელს დაბადებული გელა ტ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს.
შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებულმა და ნიღბიანმა პირებმა ბანკის ოპერატორებს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალაროდან 50 000 ლარამდე გასტაცეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორი პირი შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს, ხოლო მესამე პირის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ბანკის სალაროდან გატაცებული თანხის ნაწილი, ხოლო გელა ტ-ს საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
http://www.info9.ge/samarthali/135744-sss-...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo