ანასტასია ზაუტაშვილი ქალთა კოლონიაში პრივილეგიებით სარგებლობდაანასტასია ზაუტაშვილი ქალთა კოლონიაში პრივილეგიებით სარგებლობდა- ინფორმაცია კურიერს კოლონიის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. მისი განცხადებით ზაუტაშვილი სარგებლობდა კომპიუტერით, ტელეფონით და აკრძალული ამანათებითაც.
კოლონიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ზაუტაშვილის პრივილეგიების შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიაწოდა. კერძოდ ის ამბობს, რომ მან ინფორმაცია მირზა სუბელიანს მიაწოდა, რომელიც იმ დროს სასჯელაღსრულების სამსახურის გენერალური ინსფექციის უფროსი იყო.
"მირზას მოვუყევი დოკუმენტაცია წარვუდგინე. მე მას ვუთხარი ჭორი დადის, რომ ამდენი თანხა აქვს გადახდილი და ამ სიაში მოხვედრას ელოდებათქო. ამ ყველაფრის შემდეგ დირექტორი გაუშვეს, უფრო სწორედ საკუთარი პატაკის საფუძველზე წავიდა,"- განაცხადა ქალთა კოლონიის ყოფილმა თანამშრომელმა.
კურიერი მირზა სუბელიანსაც დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენს რესპოდენტთან შეხვედრის ფაქტი უარყო, თუმცა ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ზაუტაშვილის პრივილეგიებისა და გადახდილი თანხის შესახებ არც დაადასტურა და არც უარყო.
"არ იყო ასეთი შეხვედრა. გვარი ზაუტაშვილი მეცნობა. ინფორმაცია როგორც ასეთი ვერ ვიტყვი ვერ დავადასტურებ ან ვერ ვუარყობ,"- აცხადებს მირზა სუბელიანი.
http://rustavi2.com/ka/news/34423
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo