მაქვს უკვე ვიზა მაგრამ ისე გამიხარდა თითქოს აქამდე ციხეში ვიყავი და ახლა გამომიშვეს.
ჯერ ერთი იმიტომ რომ დედაჩემის ჩამოყვანას შევძლებ მაშინ როცა მინდა, მანამდე ძალიან ბევრი თავისტკივილი იყო, შემდეგ წელს ვაპირებდი მაინც, წელსაც მინდოდა მაგრამ დედაჩემმა არაო ხოდა ახლა კიდე შეუძლია თავისუფლად ჩამოვიდეს ჩემთან.
ეს ადრე წარმოუდგენლად მიმაჩნდა ანუ რომ მოგვცემდნენ და ახლა რადგან მოგვცეს მიმაჩნია რომ ეს შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რაღაც პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.
თუ სწორად გამოვიყენებთ ძალიან კარგი შანსია.
ბრაზილიელებს შეეძლოთ უვიზოდ ჩამოსვლა და სულ ვფიქრობდი რომ მეთქი აი ბრაზილიელებს თუ შეუძლიათ ჩვენ რატო არ უნდა შეგვეძლოს მეთქი. და ის ქვეყნები სადაც როგორც ქართველს შეგეძლო მოგზაურობა იყო ძალიან მცირე როცა ბევრ ქვეყანას აქვს უამრავ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა და მოკლედ კარგი ამბავია.
მახსოვს ექმითან ჩამოსვლაზეც კი აქ ადრე სანამ ვიზა მექნებოდა რამდენი პროცედურების გავლა დამჭირდა.
მენტალურ ცვლილებებს ველოდები, ჩემი აზრით ხალხი შეიცვლება, აზროვნება შეიცვლება როცა ბევრს იმოგზაურებენ და საკითხებს სხვანაირად შეხედავენ. ასევე რუსეთუმეები და "ლარისა ივანოვნას" ფანები დაიკლებს ერთმნიშმნელოვნად.
ევროპაში თითქმის 6 თვე გაჩერების უფლება გულისხმობს უფრო მეტ განათლების შესაძლებლობებს. ბევრი ჩამოვა თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის ენებს ისწავლიან. სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობის საშუალებაც ექნებათ. 6 თვეზე სწორად ვამბობ იმიტომ რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია ნიშნავს სამი თვე გაჩერებას მერე სამი თვე უკან წასვლას და მერე სამი თვე ისევ გაჩერების უფლებას. ანუ ყოველ 6 თვეში 3 თვიან გაჩერების უფლებას.
სასტიკად დაიკლებს რელიგიური ფანატიკოსების რიცხვი, რაც ძალიან კარგია.
ახლა უკვე როცა მნიშმვნელოვანია დღეა ჩემს ცხოვრებაში ან რამე ხდება შემიძლია დავპატიჟო ჩემი მეგობრები ჩემთან და ამას არაფერი ჯობს, რამდენჯერმე მდომებია ჩემი მეგორები ჩემთან ყოფილიყვნენ.
მოკლედ ამ და უამრავი მიზეზის გამო მართლა მაქვს ის შეგრძნება თითქოს ციხიდან გამომიშვეს და მართლა კარგი ამბავია.
ისე გამიხარდა რომ დედაჩემს მისი საყვარლეი ქალაქის ღია ბარათი გავუგზავნე და ვულოცავ ვიზა ლიბერალიზაციას და ამ დღეებში ვაპირებ კიდე ერთ მეგობარს მოვულოცო.
ჰო იყო საუბარი რომ კარგ ხალხს ბევრი კრიმინალიც შემოყვება მაგრამ სამაგლაითოდ დაისჯებიან ეგენი.
ან 5 წლიანი შემოსვლის აკრძალვით ან არადა ციხე.
და 4 მილიონი ქართველი მაინც იმედი მაქვს რომ იმდენი კრიმინალი ვერ ეყოლება უბრალოდ რომ პრობლემა გახდეს დიდი.
მოკლედ გილოცავთ, ვულოცავ საკუთარ თავსაც და მიხარიხართ
This post has been edited by Cherry. on 19 Dec 2015, 14:04