http://www.dw.com/en/top-stories/europe/s-1433ცნობის ორიგინალი დადონ, ერთი სიტყვა არ მჯერა ამ იდიოტური გამოცემების
მითუმეტეს, რომ სხვა სხვა ცნობებიც არსებობს -
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან დღეს მხოლოდ მოლდოვის მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში ვიზის გარეშე, ბიომეტრული პასპორტით გადასვლა. eugeorgia.info კიოშინიოვის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პირადად მათგან მოისმინა თუ როგორ ისარგებლეს ვიზის ლიბერალიზაციით.
ლუდმილა მუშინსკაია: “შაბათ-კვირას შეგვიძლია მანქანით გადავიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში საყიდლებზე, სულ რაღაც 2-3 საათი გვჭირდება რუმინეთში ჩასასვლელად.”
სვეტლანა ტატარუ: “სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ იტალიაში, სლოვენიასა და უნგრეთში ოჯახთან ერთად საკუთარი მანქანით წავედი. საზღვარზე ვიზა არ უთხოვიათ, არც ის გვკითხეს ფული რამდენი გვქონდა, მხოლოდ ბიომეტრული პასპორტები წარვადგინეთ”
ვიქტორია პუიუ: “პირადად მე ევროკავშირის საზღვარი ვიზის გარეშე, მხოლოდ ბიომეტრული პასპორტით გადავკვეთე და პრობლემა არ შემქმნია. ითხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევას, სასტუმროს ჯავშანს, ორი-მიმართულებით ბილეთსა და გარკვეული ოდენობის თანხას. იყო უარის თქმის შემთხვევები, იმის გამო, რომ ზოგს მოთხოვნილი დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა”.
ბოლო 9 თვის მონაცემებით, ბიომეტრული პასპორტით 363 751-მა მოლდაველმა იმოგზაურა, აქედან 277 უკან დააბრუნეს- 213-მა არ შეასრულა ევროკავშირში შესვლის პირობები, 64 კი წარსულში არალეგალური ქმედებების გამო არ შეუშვეს.
მოლდოვის “საგარეო პოლიტიკის ასოციაციის” წარმომადგენლის ვიქტორია ბუკატარუს განცხადებით, კიოშინიოვისთვის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული კანონების შესრულება მარტივი არ ყოფილა, თუმცა მოქალაქეების სწორად ინფორმირებულობამ არაპოპულარული ტრანსფორმაციების ტვირთის შემსუბუქება შეძლო.
“კარგად უნდა აუხსნა რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი: ვადები, რა წესები უნდა დაიცვან, რა საქმიანობების განხორციელება შეუძლიათ ევროკავშირში ყოფნის დროს, რა დოკუმენტები ან ცნობა სჭირდებათ იმისათვის, რომ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით. რიგით მოქალაქეებთან კომუნიკაციას, დამატებითი უპირატესობების ახსნასა და ხალხთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნებას შეუძლია იმპლემენტაციის ფაზაზე უკეთესი შედეგი უზრუნველყოს."
http://eugeorgia.info/ka/article/221/miteb...-uvizo-rejimze/