მალე დედა ეტირება თქვენ მატუშკასო, შენ არ წერდი?

მე რომ ამას დამიწერ.
მოკლედ, საქმეზე გადავალ და კიდევ ერთხელ დავწერ:
მეგრულის შენარჩუნებაზე ზრუნვა არ გააღვივებს სეპარატიზმს.
რუსს მეგრულის შენარჩენება არ ადარდებს არანაირად.
რუსს
სეპარატიზმის გაღვივება უნდა, ჩვენ კი
მემკვიდრეობის შენარჩუნება.
ამ ორ რაღაცას შუა უზის დიდი მზღვარი, ძალიან დიდი მზღვარი.

მეგრული სეპარატიზმის თემა თითიდან გამოწოვილია.
რუსეთს დაპყრობილი ვყავდით იმდენი ხანი და მაშინ ვერ გააღვივა, აწი რა ღმერთი გაგვიწყრება?
ჩემთვის, როგორც მეგრელისთვის, შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ თუ ჩემ ქვეყანაში, ჩემი წინაპრების ენის, ჩემი ერის მემკვიდრეობის განვითარება მოხდება, სეპარატიზმი გაღვივდება. ესაა უსაფძვლო შიში და მეტი არაფერი.
ან მგლის შიშით ფარა ვის დაუხოცია?
რუსის შიშით წინაპრების ენაზე უარი ვთქვა?
ან თუ უარს ვიტყვით განვითარებაზე, დავუმალავთ რუსებს ამ ენას?
ან, მარტო რუსებზე რომ ლაპარაკობ, ევროპას რატომ არ ახსენებ? 
1999 წელს ხომ აიღო სახელმწიფომ ევროპის რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ქარტიის რატიფიკაციის ვალდებულება?
ერთ წელიწადში უნდა მომხდარიყო რატიფიკაცია.
პერიოდულად გვახსენებენ ხოლმე ევროპელები ამ ვალდებულებას.
რა, ევროპა რუსეთის მოსყიდულია? 
აქ სხვა რაღაცაშია საქმე.
არ გინდა მეგრულს მიეცეს გასაქანი.
არ წარმოადგენს შენთვის დიდ ღირებულებას.
გამოდის, რომ კულტურულ მემკვიდრეობად არ მიიჩნევ მეგრულს, არ აფასებ.
ერთ თვეში რომ გაფარჩაკდეს რუსეთი და შეგვეშვას (ღმერთმა ქნას!), რა, იტყვი, რომ ე, აღარ გვემუქრება საფრთხე და ახლა ვიზრუნოთ მეგრულზეო?

მეგრული არაა ქვეყანაში აღიარებული, როგორც მემკვიდრეობა, არაა დაფასებული სათანადოდ.
არსებობს ფობიები ამ საკითხთან დაკავშირებით და რუსზე მეტად არავის აწყობს, უმარტივესი ჭეშმარიტებაა!
რუსს ყველანაირი ნეგატივი აწყობს, რაც შეიძლება ჩვენ ერში იყოს (მათ შორის ფობიები, უნდობლობა, დაპირისპირებები და ა.შ.)
ამიტომ, რუსს უჩნდება სურვილი, რომ მზაკვრული გეგმები დააწყოს და გამოსცეს გალში მეგრული წიგნები, გაზეთი და ა.შ.
რუსი ცდილობს დაუმტკიცოს მეგრელს, რომ თურმე ის არის ჩაგრული საქართველოში, არ აძლევენ მის ენას გასაქანს და ა.შ.
ამ დროს სურს მხსნელად მოევლინოს მეგრელს და მისი ენის შენარჩუნების გარანტორად წარმოაჩინოს თავი.
ანუ, რუსის თვალში მეგრული არის იარაღი, რომლის გამოყენებაც სურს ერის და ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ.
ამ დროს, თუ ქვეყანაში მოხდება ამ ენის მემკვიდრეობად აღიარება, თუ დაფასდება სათანადოდ, რუსეთი შეწყვეტს მსგავს ანტიქართულ აქტივობებს.
ქართველი ერის ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე კი არ იზრუნებს.

ჰოდა, ვაღიაროთ ეს ენები მემკვიდრეობად.
დავაფასოთ, მოვუაროთ, ყურადღება მივაცქიოთ.
ამასთანავე, შევუკვეცოთ ფრთები მტერს ამ ნაბიჯით.
აი, ხომ მაქვს ახლა თემა გახსნილი ქართველური ენების შესახებ.
წარმოიდგინე, რომ რუსის სპეცსამსახურები კითხულობენ (შეიძლება ასეცაა, რა ვიცი

)
უდიდესი ნაწილი ხომ ემხრობა იქ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის იდეას?
ხომ წერს სხვადასხვა კუთხის ხალხი, რომ მემკვიდრეობაა ესენი?
ყველაზე მეტად მსგავსი რაღაცები უკვეცავს ფრთებს რუსს...
აბა, უდიდესი ნაწილი რომ ილანძღებოდეს და წერდეს, რა ენები, რა ზრუნვაო, მტერს ხომ უფრო წაახალისებდა.
This post has been edited by ფორცხოლი on 18 Dec 2015, 04:23
. .