ასეა
მაგრამ ევროკავშირის 28 ქვეყნიდან, ყველა არ არის შენგენის ზონაში
ევროკავშირი და შენგენის ზონა არ ზუსტად არ ემთხვევა
შენგენში ვიზები გინდა, მაგრამ გამარტივებული წესით
ევროკავშირში კი - უვიზოდ, მხოლოდ ბიომეტრიკული პასპორტით
მაგალითად - ნორვეგია, ისლანდია - არ არიან ეკ-ში
ინგლისი, ევროკავშირის წევრია, მაგრამ შენგენის ვიზა არ ვრცელდება და ა.შ.
ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას ეხება დღევანდელი გადაწყვეტილება, ცოტა არ არის, ვფიქრობ

****************
ესეც პროცედურები:
მეორე ეტაპი: ცვლილებები ითარგმნება ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე;
მესამე ეტაპი: 28 ევროკომისარი განიხილავს ცვლილებებს და მხარს უჭერს მას.
მეოთხე ეტაპი: ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, კენჭი უყაროს საბჭოს რეგულაციაში # 539/2001 ცვლილების შეტანის საკითხს და საქართველოს.
მეხუთე ეტაპი: ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე, პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.
მეექვსე ეტაპი: მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას):
საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.
მეშვიდე ეტაპი: გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
მერვე ეტაპი: გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.