300 წლის წინ 1715 წელს
"ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და
მეთხუთმეტე კაცად შევიდა "
2015 წელი-დღეს წმინდა საბას ხსენების დღეა 

"მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი? 
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება! "
 ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან 
ალოდინეს და...მეთხუთმეტე კაცად შევიდა. 
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება. 
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე. 
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, 
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება. 
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა: 
- ოჰ...ოჰ...ოჰო! - თქვა და 
თითქოს კიდეც ინანა. 
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა 
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას). 
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა 
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. 
- წვიმა არ არი! 
************საბას კაბა დაუსველა რამ?! 
- თოვლი არ არი! 
************საბას თავი გაუთეთრა რამ?! 
- ყინვა არ არი! 
************სულხან საბას აკანკალებს რა?! 
- რამ დაასველა?! 
************- რამ დათეთრა?! 
************************- რა აკანკალებს?! 
საქართველოა 
************მისთვის: 
****************წვიმაც, 
********************თოვლიც და ყინვაც!.. 
...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას... 
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?! 
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, 
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, 
სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს 
(სჭვრეტენ ჯვარის წინ 
წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს). 
- რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად 
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. 
- უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!- 
წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. 
- არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?! 
- უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან ძია?.. 
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი,- 
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია. 
ვით ეს ყმაწვილი - საქართველოც ასე მცირეა, 
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან. 
საფრანგეთს ვთხოვოთ:გვიშველოსო, - სასაცილოა! 
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია. 
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი. 
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა... 
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი? 
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!  
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
 არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
  
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare