http://www.mfa.gov.ge/visa-free-guide.aspxრა საბუთებია საჭირო?
მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.
შემიძლია თუ არა ვიმოგზაურო ბიომეტრიული პასპორტის გარეშე?
ევროკავშირის/შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტის გარეშე უვიზოდ შესვლა შეუძლებელია. ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში, ვიზის მისაღებად, განაცხადით უნდა მიმართოთ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც აკრედიტებულნი არიან საქართველოში.

რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. 
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; 
-----------------------
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია
ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს:
დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად: საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს 
https://www.gov.uk/check-uk-visaირლანდიის ვიზის მისაღებად: ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურს ქ.სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა) 
https://www.dfa.ie/embassies/irish-embassie...europe/georgia/ This post has been edited by SLUTZ on 18 Dec 2015, 19:41