ბეჟანბეჟანირა გითხრა აბა.
ბებიაჩემმა რომ წაიკითხოს რასაც ვწერ, მეორედ გარდაიცვლება, ისეთი წმინდათა წმინდა იყო მისთვის საცივი და გოჭი ახალ წელს და ზოგადად ხვავიანი სუფრა.
ერთხელ შემომესწრო ღომს მიქსერით ვთქვეფდი და კინაღამ გაგიჟდა
მე ვაკეთებ იმას, რაც მოწონთ ოჯახში და მცირე რაოდენობით, მესამე დღეს მაინც აღარ ჭამენ.
სტუმრებს თუ ვპატიჟებ,მაშინ სხვა საქმეა.
საცივი ახალი წლის გარეშეც გამიკეთებია, გააჩნია მიზეზს.
აღდგომას უფრო ვიცავ ხოლმე, აუცილებლად ჩაქაფული, ლორი და ა.შ
* * *
marimarita