სამწუხაროა, რომ ამდენი დადასტურენული წყაროს მითითების შემდეგ, რამდენიმე ადამიანი მაინც იგივე პოზიციაზე რჩება - ანუ შაბიამანი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სპილენძსო ... ზოგადად კარგია, რომ საკუთარი მსჯელობა ააგოთ გადამოწმებულ ცოდნაზე ან შესაბამისი წყარო მიუთითეთ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თქვენ ესე იცით, არ გაძლევთ საფუძველს ამტკიცოთ, რომ მართალი ბრძანდებით. საკუთარ მსჯელობას ყოველთვის უნდა გაუმაგროთ ზურგი სხვადასხვა წყაროებით ან უკვე დადასტურებული ინფორმაცით. ეს ზოგადად სასარგებლო რჩევა იქნებოდა, არა მართო შაბიამანთან მიმართებაში, ზოგადად პოლიტ განყოფილებაში წერისას.
რაც შეეხება შაბიამანს, რა თქმა უნდა ქართულ პოპულალურ ტერმინოლოგიაში, "შაბიანში" სპილენძის შაბიამანი (სულფატი) იგულისხმება, რადგან იგი არის სხვა შაბიამანს შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა ჩვენთან. რკინის შაბიამანს მხოლოდ ვიწრო წრეებში თუ იცნობენ, თუმცა მას აქვს თავისი გამოყენება ჩვენთანაც, მაგალითად გამოიყენება მცენარეებში რკინის დეფიციტის აღმოფრისთვის და ასევე, როგორც უკვე აღნიშნეს, ხავსებთან საბრძოლველად.
ამის მიუხედავად ქართველი გლეხი ძირითადად იყენებს სპილენძის შაბიამანს და ეს უკვე ათწლეულებია გრძელდება, როგორც ფუნგიციდს (ეფექტურობაზე არ ვისაუბრებ აქ, ეს სხვა თემაა); სწორედ ამიტომ ხდება, რომ შაბიამანი და სპილენძის შაბიამანი უკვე ერთი მნიშვნელობით მკვიდრდება პოპულარულ მეტყველებაში, რაც არაა სწორი, მაგრამ ენას წესებს ვერ დაუდგენ.
თუმცა, როცა ვწერთ სტატიას, ჯობია გამოვიყენოთ ფორმა, სპილენძის შაბიამანი, რაც მეცნიერულად უფრო სწორი და გამართლებულია. მე აქ მოვრჩი. ვისაც სხვანაირად გჯერათ, გაგატარებთ
This post has been edited by Meanless on 19 Dec 2015, 20:00