#46516055 · 19 Dec 2015, 09:41  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         რუსეთში საქართველოდან ხალხი მასიურად წავიდა 90-იან წლებში გასაგები მიზეზების გამო. ძირითადად არაქართველები. შერეულებიც. რუსები ყველას ვინც თავის ტერიტორიაზე ცხოვრობს და რუსულად ლაპარაკობს, რუსად თვლიან. შეიძლება, იგივე პრინციპით აქედან ყველა წასულს ქართველად თვლიან.
  2000-იანი წლებიდან უფრო დასავლეთში გადის ხალხი.
  ახლობელი ცხოვრობდა ადრე რუსეთში და ერთხელ სამსახურიდან აღწერაში მონაწილეობა დამავალესო. ინსტრუქციას ასეთს გვაძლევდნენო - "თუ რუსულად გამართულად ლაპარაკობს, რუსად დაწერეთო. თუ არ დაიჟინებს სხვა ვარო, ისიც რუსად დაწერეთო". ასე, რომ ძალიან ძნელია სინამდვილეში გაიგო, რამდენია მანდ. თუმცა, გადმორიცხული ფულის მიხედვით ცოტა არ უნდა იყოს. შეიძლება, სადღაც 500ათასი. 
  This post has been edited by Arsene Lupin on 19 Dec 2015, 09:42   
        
        
       |