არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ მაგრამ ჩემი აზრი ამ თემასთან ასეთია:
არაა გამორიცხული რომ სააკაშვილი გახდეს უკრაინის პრემიერ მინისტრი მაგრამ პოროშენკო არ აბლატავებს.
სააკაშვილი იმაზე ადრე დაუშვებს ანალოგიურ შეცდომებს ვიდრე საქართველოში და რატომ იცით? იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია. მას პლაცდარმი შეექმნა რომ ინერციით წავიდეს და ინერცით მიდის კიდევაც. საქართველოში თუ კაბინეტის დონეზე უპირიპირდებოდა შევარდნაძისეულ მინისტრებს და ბიზნესმენებს, უკრაინაში მთელი უკრაინის დასანახად უპირისპირდება. ვინაიდან და რადგანაც არ შეიძლება ინერციით ისე იარო, რომ შეცდომა არ დაუშვა გამორიცხულია. ჩემი აზრით სააკაშვილიც მალე დაუშვებს ანალოგიურ შეცდომებს. უკრები მალე მიხვდბიან რომ მისი მაგიდაზე მუშტის ბრახუნი მხოლოდ და მხოლო პიარკამპანიაა და პოპულიზმი. ხალხი რომელიც მთელი ზამთარი კბილებით იბრძოდა თავისუფლებისათვის 40 გარდუსიან ყინვაში სააკაშვილს არ შეაჭმევინებს თავს ამის ამოცნობა რთულია?
გარდა მაგისა ევროპაში უკვე კულუარებში საეჭვოდ მიაჩნიათ მისი პროდასავლური შეხედულებები.
მისი მოქმედებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და უბრალოდ არ შეიძლება ეს არ დაინახო. სავარაუდოდ უკრაინა მისი, როგორც ძალიან სწრაფი აღმავლობის ასევე ასტრონომიული სიჩქარით დაღმავლობის ადგილია.
მე მაშინაც ვიძახდი როდესაც ეს ადამიანი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, რომ შევარდნაძის გაზრდილი ვერ უღალატებდა ნათლიმირონის პრინციპებს უბრალოდ ამას ყველაფერს ლამაზად შეფთავდა.
როგორც არის ნათქვამი თვალი ჭამს და თვალი სვამს. ამ გამოთქმას ყველაზე კარგად სააკაშვილი იყენებს მაგრამ ბოლოს მაინც ავიწყდება რაღაც რაც ძალიან მწარე შედეგებით უსრულდება.
უკრაინა არის ადგილი სადაც მიხაელ ნიკოლაევიჩის ზოლიანი "ტელნიაჟკა" უნდა გამოჩნდეს !!!
შევარნაძე მიგაკვდა ძაღლი საფლავში რომ ხეზე ასვლაც არ ასწავლე