#46578666 · 26 Dec 2015, 13:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ან ძალიან კეთილი ადამიანების მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, |
Xoshgeldi ეჭვიც არ მეპარება,რომ ასეთი პერსონა-იესო, მართლაც არსებობდა!
ისევე,როგორც მართლა არსებობდნენ კრიშნა,ბუდა,ზოროასტრი,ჰერმესი,მოსე,ორფეოსი,პითაგორა... ესენი იყვნენ გონების მძლავრი რეფორმატორები,სულის გამღვიძებლები, ცხოვრობდნენ იდეისთვის,დღესაც გვასაზრდოებენ! მათ განვითარებად კაცობრიობის ისტორიულ დრამაში თავისი ნაკვალევი დატოვეს- რამა მიუთითებდა ტაძრის შესასვლელზე, კრიშნა და ჰერმესი იძლეოდნენ ტაძრის გასაღებს, მოსე,ორფეოსი,პითაგორა აჩვენებდნენ ტაძარს , იესოს შეჰყავდა ტაძარში!
შეგახსენებთ,რომ იულიუს ცეზარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს იულიუსის კალენდარში 25 დეკემბერი, აღნიშნა როგორც ზამთრის მზებუდობის პერიოდი. მიანიშნებდა რა დღის მატებას, დაადგინა როგორც მზის დაბადების დღე- "Dies Natalis Solis Invicti"! მოგვიანებით,25 დეკემბერი გამოცხადდა ქრისტეშობის დღესასწაულად!
მართლაც,საოცრებაა.merciamercia dega ალილოს,მიშა მდინარაძის ეს ვერსია პირველად, სადღაც 2007 წელს მოვისმინე,გერმანიაში ყოფნისას. შეასრულა უნიჭიერესმა ახალგაზრდა მსახიობმა/მომღერალმა ნუკა მარგველაშვილმა,ფონოგრამით. მოულოდნელი იყო და საოცარი ჩემთვის კრიმანჭულიზებულ/მრავალჟამიერული ალილო! მოულოდნელი და საოცარი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის...ქართული ხმები! ბონის,კიოლნის,ბად/ჰონეფის ნაღები,უნივერსიტეტული საზოგადოებისთვის... დღეს აღმოვაჩინე YouTube-ზე,გამეხარდა. ALILO
|