პრეზიდენტი: სცადოს აბა ვინმემ და ალეკო ელისაშვილი მართოს, მისი ორკესტრატორი ძნელად წარმომიდგენიასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მმართველად ვინმე ძნელად წარმოუდგენია.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, 2014 წლის გაზაფხულზე ის ალეკო ელისაშვილს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ მასზე ზეგავლენა ხდებოდა.
მისი თქმით, ელისაშვილთან დანარჩენი დეტალების გარკვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაავალა.
„მე არც ერთ კონკრეტულ ადამიანზე არ ვსაუბრობ, რადგან რაც ჩემთან კაბინეტშია ნათქვამი, ის იმ კაბინეტიდან არ გადის. აქედან გამომდინარე, გიდასტურებთ, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ძალიან დიდი ნდობა აქვს, შემოვიდა ჩემთან, რომ პრობლემა აქვს და მე ეს პრობლემა გადავჭერი. ეს იყო 15-წუთიანი თემა“, - განმარტა გიორგი ამრგველაშვილმა.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილს იცნობს, როგორც ძალიან პატიოსან ადამიანს. შესაბამისად, შეწყალების კომისიის თემაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტაციის სახით გამოძიებას 8 000-მდე გვერდი გადაუგზავნა.
პრეზიდენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას მასთან კითხვები გაუჩნდება, მარგველაშვილი თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
„მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე კანონმორჩილი. შესაბამისად, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლო. ალეკოს ღირსება აქვს შელახული, რომ თითქოს ის შეიძლება ასე მართო და ათამაშო ამ საქმეებში?! სცადოს ვინმემ აბა და მართოს ალეკო ელისაშვილი. მისი მმართველი, ორკესტრატორი ძალიან ძნელად წარმომიდგენია ვინმე. ალეკო ელისაშვილი სინდისიერი ადამიანია“, - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.
http://www.info9.ge/politika/136308-prezid...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo