#46589802 · 27 Dec 2015, 23:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამა-ჯეMალი ერთ საგულისხმო რამეს გეტყვი: მდინარეს ზღვაში ჩააქვს ტონობით მინერალები. სამაგიეროდ, მთელი მდინარის გასწვრივ, ვიდრე სათავემდე, ნიადაგი მარაგდება ზღვიდან ნასაზრდოები (ამოზიდული) მარილებით და იმ მინერალური საკვებით რომელიც აუცილებელია მცენარეული (ტყის) საფარისათვის.
როდესაც მდინარეს აგუბებენ, ირღვევა მის მიერ ზღვისთვის "მიწოდებული" ქვიშისა და ქვების ბუნებრივი ბალანსი. შესაბამისად ზღვიდან აღარ მარაგდება არაორგანული საკვებით მდინარის დელტას მიმდებარე ნიადაგი და მთლიანად მდინარის სანაპირო ზოლი, ვიდრე მის სათავემდე.
ეს იწვევს ნიადაგის გამოფიტვას,ეროზიას, ენდემური სახეობების განადგურებას, მცენარეული საფარის გამეჩხერებას, ზოგადად უარყოფითად მოქმედებს მოსავლის ოდენობაზეც და ხარისხზეც.
This post has been edited by annavita on 27 Dec 2015, 23:10
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|