#50913728 · 6 Jul 2017, 21:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის თეა სირაძეც მოხვდა 20:29 06-07-2017 საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირეაძე შეიწყალა.
”ინტერპრესნიუსს” ინფორმაციით, თეა სირაძემ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა.
37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 შვილის დედას სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
IPN
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|