Nimrodelეგეთია უსათაუროელის ბედი - პოლიტიკაში გადანაცვლება მოუწევს რაღაც მომენტში. ფორუმზე არსებობა ერთგვარი ოდისეაა, ერთი განზომილებიდან უნებურად მეორეში გადადიხარ.
მე რომ თავიდან დავრეგისტრირდი, აბანოელი ვიყავი. მერე საზ.მეცნიერებებში ვბუინობდი, მერე მელომანიაში, მერე უსათაუროში და მერე პოლიტიკაშიც ვცადე

თემის სენტიმენტში ნაწილობრივ გეთანხმები. ბოლომდე სამართლიანი არცერთი სასამართლო არ არის ისე, სტრასბურგ-ლუქსემბურგის ჩათვლით, მაგრამ რუსულ-სავეცკი, შარიათის ან ჩრდილოკორეულ სასამართლოებზე სამართლიანი კია. საბოლოო ჯამში, ევროინტეგრაციის მომხრე იმიტომ კი არ უნდა იყო, რომ იქ იდეალურია ყველაფერი, არამედ იმიტომ რომ გლახა ძალაუფლების ცენტრებს შორის დასავლეთი ყველაზე ნაკლებად გლახაა.