#46607772 · 30 Dec 2015, 11:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lemshveniera
QUOTE | ვისაც სოფლის მეურნეობა არ გიჯდებათ ჭკუაში, დაწერეთ, სხვა რა შეიძლება გააკეთოს ამ უბედურ დღეზე გაჩენილმა ქვეყანამ. boli.gif |
რომელი ერთი ჩამოვთვალო ? მრეწველობაა საჭირო მრეწველობა. ლურსმანსაც კი არ ვაწარმოებთ ყველაფრის იმპორტი ხდება. ეხლა არ მითხრათ რომ ლურსმნის, "ატვიორტკის" და "ვედროს" წარმოება ძაან მაღალტექნოლოგიური პროცესია და გაუნათლებელი საქართველო ვერ გაქაჩავს.
ჩვენი ეკონომიკის ტორმუზია : 1) საბანკო სფერო - არარეალური (ღორული) პროცენტებით. ასეთი პროცენტებით მხოლოდ ყიდვა გაყიდვის ოპერაციებს დააფინანსებ. 2) "ბიზნესელიტა" რომელიც ფულს მხოლოდ იმ საქმეში დებს რაც მოგებას 2 თვეში მოიტანს. (ისევ სიხარბე, ღორობა და საკუთარი ქვეყნის სიძულვილი. არის გამონაკლისებიც) 3) ქართველების გულგრილობა, გაუნათლებლობა ტექნიკურ მეცნიერებებში. ყველა ბიზნეს ადმინისტრირებას სწავლობს თუმცა ბიზნესის აზრზე არ არიან. 4) მთავრობა თავისი რეგულაციებით. იაფი ფულის დაპირებებით. განვითარების სტრატეგიის არქონით.
ოდესმე თუ პირველი ნაბიჯი არ გადაიდგა სულ ამ ჭაობში ვიქნებით. მთავრობა როდესაც ენერგეტიკის პროექტებს აფინანსებს ზრუნავ რომ ქართული კომპანიები იყვნენ ჩართული საქმეში ? მიუგდებენ ფულს თურქებს და ჩინელებს მერე თუ სადმე "ლაფატკაზე" დასაქმებული ქართველი ნახეს ხალხი დავასაქმეთო გაჰყვირიან. ნებისმიერი სირთულის აპარატურა/მოწყობილობების წარმოება შეიძლება. ხალხიც მოინახება და შენობაც მაგრამ არავის აწყობს ყველა ჩქარ მოგებაზე, ატკატზეა ორიენტირებული. სოფლის მეურნეობას რაც შეეხება დღეს ეგაც ტექნოლოგიებითაა გატენილი. თოხით და ბარით კი მოიყვან მოსავალს მაგრამ ეგ მოსავალი ორჯერ ძვირი აღმოჩნდება ვიდრე თურქეთიდან იმპორტირებული. ესაა მწარე სიმართლე. მოკლედ არაფერი გვეშველება ...
|