SKAGENკიდევ გავიმეორებ, რაც წინა გვერდებზეც დავწერე - არ ვამართლებ კვაჭანტირაძის უტაქტობას და უზრდელობის საპასუხოდ უზრდელობის გამოყენებას - 100 წელი არ ვარ და არც ვიქნები ამ ტიპის დამცველი
მაგრამ, ნეტავ არ აბუქებდეთ, სააკაშვილის "დასავლური განათლების" არ იყოს
აშშ-ში იურისტის ფუნდამენტური განათლება, როდიდან გულისხმობს 1-2 სემესტრის გავლას?
ჯერ კიდევ გასარკვევია, რა წერია მაგ სერტიფიკატზე
მიშას რომ ჰკითხო, მარუშევსკას (ოდესის პორტი რომ ჩააბარა), ჰარვარდის დიპლომი აქვს, სადაც 1 დღე არ უსწავლია

მოკლედ, ფუნდამენტური იურიდიული განათლება სხვა რამეა აშშ-ში - პრესტიჟული უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებია საჭირო, მინიმუმ 6-8 წელი სჭირდება პატივსაცემი იურიდიული ცოდნის მოპოვებას
ამ ქალბატონმა აქ ჯერ სტუდენტურ თვითმმართველობაში იღვაწა, ვის სასარგებლოდ, ადვილი მისახვედრია
მერე, ნაც-მომხრეების დასვენება-დასაქმებაზე კოორდინაცია ჩააბარეს, როგორც "სანდოს" და არონიას შვილს
მერე, 21 წლისა პარლამენტში დასვეს და კიდევ ერთი წლის მერე - შტატებში გაუშვეს 10 თვით...
რამდენადაც მახსოვს, მაშინ ჩემი თანამშრომლების შვილები ცდილობდნენ დარეგისტრირებას, მაგრამ შეუძლებელი იყო - დასაქმების პროგრამაში, ონ-ლაინ, ვერავინ მოახერხა დარეგისტრირება, მხოლოდ თვითმმართველობის ხალხი მოხვდა
მამამისის საქმეს, ახლა მისი ძმა აგრძელებს, სამეგრელო-სვანეთში თუ რაიმე საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, ყველა ტენდერს მამამისის კომპანია იგებდა...
ეს რაც უცებ მახსენდება ახლა, დანარჩენი, მოიძიეთ თუ მართლა გაინტერესებთ და მორჩით ამ ტუტუცების გათეთრებას