ეს საერთოდ რა შუაშია? )))
რასაც შენ იძახი თარგმანში ნიშნავს 'მე ვიყო კარგად და ყველას დედაც'–ს, რაც სულ სხვა თემაა.
პაკისტანელი პროსტა ვთქვი, ს პონტომ, პირველი რაც მომივიდა თავში.
კეთილი, უფრო პატარა ქვეყანა/ერი ავიღოთ, მაგალითად ანდორა.
ანდორელი რომ ჩამოვიდეს და 30 წლის შემდეგ ისევ ანდორელობას მიაწვეს, მოიწონებ? მე არ გეუბნები რომ არის ან არ არის მოსაწონი. უბრალოდ მაინტერესებს ეტყვი რომ საღოლ, ვენაცვალე შენს ანდორელობას, მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ცხოვრობ 30 წელი და ქართული საზოგადოების წყალობით კაცად/ქალად იქეცი, მაინც ანდორელობას და ანდორულ ტრადიციებს აწვები?

)
უბრალოდ ორმაგ სტანდარტებზეა აქ ლაპარაკი, მეტი არაფერი. ორმაგი სტანდარტების მქადაგებლისგან კი მორალის კითხვას არ მივიღებ.
ქართველს აკრიტიკებენ უცხოეთში 'ქართველობის' არშენარჩუნებსთვის და ამ დროს საპირისპირო არგუმენტებით აკრიტიკებენ საქართველოში ჩამოსულ უცხოელს.
ზოგადად ფეხებზე მკიდია ანდორელიც, პაკისტანელიც, ინგლისელიც და კატმანდუელიც მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ადეკვატურობა დავკარგო და ვიძახო ფეხებზე მკიდიხართ ყველა, გავარტყი მორალს, კანონს, გაუმარჯოს საქარათვლოს თქო.
ამ გაუმარ–ჯოს, –ჯოს, –ჯოს–მა ხედავ სადაც მიგვიყვანა – ტოტალურ ნიჰილიზმამდე, სადაც დაჟე სიტყვა 'გაუმარჯოს'–მა დაკარგა აზრი, ძალა და დატვირთვა უაზრო კონტექსტში ხმარების გამო.
ადეკვატურობა არ უნდა დავკარგოთ. ლოგიკას ვერ მოვკლავთ პატრიოტულ ნიადაგზე. ლოგიკის წინააღმდეგ ყველაფერი უძლურია.

ცხადია ამ პოსტით იმის თქმა არ მინდა რომ რადგან პარიზში/ლონდონში/ნიუ იორკში/რომში/ტოკიოში ცხოვრობ აუცილებლად უნდა დაივიწყო შენი ერიც, წარმოშობაც, თანამემამულეებიც, ენაც და ყველაფერი. უბრალოდ ელემენტარულ ეთიკაზე მაქვს საუბარი.
თუ იმენა საქართველო, ვაზი, ფუძე, მიწა და რამე ტიპი ხარ მაშინ უნდა დარჩე სამშობლოში და ყარაჩოღელი თემა გააჯაზო. ან თუ შეგიძლია საკუთრი იდენტურობა საკაიფოდ შეუთავსო ახალ და უცხო გარემოს, არც ეგ არის პრობლემა.
პროსტა პინკ ფლოიდის კონცერტზე მისვლა და როჯერ უოტერსის გინება მხოლოდ იმიტომ რომ ტიპი ქართველი არ არის და წინ წყაროს არ მღერის, არის არასრულფასოვნება, სხვა არაფერი. ))
This post has been edited by SLUTZ on 30 Dec 2015, 22:46