#46631972 · 3 Jan 2016, 13:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tb-seli
QUOTE | ჯერ ერთი რომელ უმრავლესობას, ვინ გითხრათ რომ უმრავლესობას უნდა? საიდან გააკვიეთ? |
მე ვისაც ვიცნობ ყველას უნდა.
QUOTE | და მეორეც, რომელ ტექნოლოგიებზე საუბრობთ, თან უმოკლესი გზაო |
აი იმ ტექნოლიგიებზე, ჯიბეში რომ გიდევს ტელეფონის სახით, სახლში რომ გიდევს მაცივრის, სარეცხი მანქანის და ტელევიზორის სახით. ეზოში რომ გაქვს, ავტომობილის სახით. აქ რითაც პოსტავ,
QUOTE | აგერ 25 წელია რაც დამოუკიდებლები ვართ და ერთი ტექნოლოგია მითხარი, რაც ევროკავშირმა საქართველოს გადასცა, |
შენ მაინც გგონია რომ ვინმე კეთილი ბიძა მოვა ხურჯინით და საჩუქრებს ჩამოარიგებს. მაგ 25 წლიდან, ნახევარზე მეტი ომებს და სისულელეებს რომ მოვანდომეთ გავიწყდება?
QUOTE | მითუმეტეს კიდე როცა ეკონომიკას ახსენებ, ტურიზმს მიაწექით არ სოფლის მეურნეობა და არც ინდუსტრია არ გინდათ წამგებიანიაო, ამას ეძახი ეკონომიკის განვითარებას? |
ტურიზმის პლიუსი მისი სწრაფი უკუგებაა. დანარჩენ სფეროებს მეტი დრო ჭირდება. ჩვენი "ბიზნესმენები" რომ წარმოება გადამუშავებაში ფულს არ დებენ, მაგას ევროპელებს ნუ დააბრალებ. მსოფლიო ბანკს მილიარდობით დოლარი აქვს ჩადებული ინფრასტრუქტყურის განვითარებაში. შენ კი გგონია რომ რაღაც რაღაცეები ციდან ცვივა.
QUOTE | გესწავლა და გექნებოდა მეტი ხელფასი, ქარხნის მუშა რო ქარხნის მუშაა მაგათ ქონდათ 300 მანეთი. |
აქედან ჩანს რა ცოდნაც გაქვს. მუშებს რომ თავიანთ უფროსებზე მეტი ხელფასი ქონდათ ეგ სწორად მიგაჩნია? ჩემმა ნაცნობმა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა და მთელი ცხოვრება ზეინკლად იმუშავა, იმიტომ რომ, არქიტექტორის ხელფასი 150 მანეთი იყო და ზეინკლის კი 600. მე კი მთავარი ინჟინერი რომ გავხდი, მაშინ გამიხდა 300. ასე რომ, რასაც წერ, პირიქითაა. თუ მეტი შემოსავალი გინდოდა, არ უნდა გესწავლა. (ცხადია თუ მექრთამეობას არ გულისხმობ)
QUOTE | მართლა რა ზღაპრებს ყვები,რა 600 მანეთი რის 600 მანეთი. |
ეტყობა გაგიმართლა და ონკოლოგიური ავადმყოფი არავინ გყოლია, თორემ ზღაპარიაო არ დაწერდი. 80-ან წლებში ყველგან უკვე "სტავკები" ქონდათ და თუ არ გადაიხდიდი (ან თუ გავლენიანი ნაცნობი არ გყავდა) უბრალოდ დაგიკიდებდნენ.
QUOTE | არავის არაფერს არ ავალდებულებდა. ეგ საჩუქარიც არ იყო რამე გრანდიოზული, 50 მანეთიანი აჩუქეს პატივისცემის პონტში და ეგაა. |
გლანდების და ბრამანაწლავის ოპერაციას ყოფნიდა.
QUOTE | რა არის რუსული პროპაგანდისტული ზღაპარი |
ის რომ ევროპა ეროვნულ ღირებულებებს გვართმევს.
QUOTE | მე გეუბნები არ მინდა ეროვნული ღირებულებების დათმობათქო და რა რუსეთი რის რუსეთი, რა შუაშია საერთოდ რუსეთი |
რუსეთი შუაში კი არა თავშია. ადამიანების თავში. მხოლოდ რუსეთის პროპაგანდა ამტკიცებს რომ დასავლეთი ეროვნულ ღირებულებებს ებრძვის. ლოგიკურ აზროვნებას მოკლებულ ადამიანებს ამ პროპაგანდის ჯერათ.
QUOTE | შეიძლება სხვა რამეზე გაეკრიტიკებინა სსრ-ი ვინმეს, მაგრამ სოციალური კუთხით სსრ-ის მოწინააღმდეგეებიც კი აღიაებენ რომ ის დრო ჯობდაო. |
გააჩნია რას ადარებ. თუ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა ჯობდა. თუ ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობას, არა.
QUOTE | მე არ ვიცი შენ რომელ სსრ-ში ცხოვრობდი, მაგრამ მე სადაც ვცხოვრობდი იქ ხალხი 100-ჯერ უფრო ბედნიერი იყო ვიდრე დღეს, მთავარი კი ზუსტად ხალხის ბედნიერებაა.
|
ბედნიერი შენნაირები იყვნენ, რადგან ვერ ხედავდნენ, საით მიექანებოდნენ. თავისუფალი ვარდნის პირველი რამდენიმე წამი ძალიან სასიამოვნოა. ისტორიული ცნობა: ბათუმელმა ვინმე ცინცაძემ. (მაშინ ახალგაზრდა ეკონომისტი იყო) ორჯერ, 1979 წელს და 1981 წელს მიწერა კოსიგინს თუ რეფორმები არ გატარდა სსრკ ან დაინგრევა ან ახალი რევოლუცია მოხდებაო. ის კაცი 8 წლით საგიჟეში გამოკეტეს. 10 წლის მერე რა მოხდა კი იცით. ასეთი მაგალითი სხვაც უამრავია. შენ და შენნაირები იყავით ბედნიერები. რადგან არც მომავალზე ფიქრი გაწუხებდათ, არც მოვალეობები და არც პასუხისმგებლობა. * * * annavita
QUOTE | უკაცრავად, მარსიდან პოსტავთ? არ გესმით რა მოხდა თუ არ გინდათ გაიგოთ? მეცნიერება თუ არ იარსებებდა აღარც მისი დაფინანსება იქნებოდა საჭირო. ანუ პირიქითაა საქმე, პირქით. |
არა ბატონო. თქვენ პოსტავთ მარსიდან და არ იცით, რომელ და როგორ ქვეყანაზეა საუბარი. საქართველოს ძალიან ბევრი რამ აკლია იმისთვის რომ ნორმალური იყოს. მეცნიერება ერთერთია და არა ერთადერთი. მთავარი პრობლემა უკიდურესად დაბალი შრომის ნაყოფიერებაა. რაც სწორედ დაბალი პროფესიული განათლების შედეგია.
QUOTE | და ახლანდელი და უკანონოდ მოსული ყველა წინა მთავრობისა და ხელისუფლების კორუმპირებულობაზე,ბიუჯეტის ძარცვისა და მსოფლიო ბანკის სესხების, გრანტებისა და სხვადასხვა ფონდების მიერ გადმორიცხული თანხების მითვისებაზე თუ გსმენიათ რაიმე?
|
"მსმენია" მერე? იქნებ ისიც მოგვახსენო, ქართველმა მეცნიერებმა რა გააკეთეს იმისთვის რომ, უკანონო და კორუმპირებული მთავრობები არ გვყოლოდა? რა გააკეთეს იმისთვის რომ განათლებული ახალგაზრდობა გვყოლოდა და არა დიპლომიანი, ამბიციური და უვიცი ბრბო? ეგეთი მეცნიერება დეკორაციაა და არა მეცნიერება. თუმცა ქართველებს ხომ დეკორაცია უფრო გვაინტერესებს, ვიდრე რეალობა.
This post has been edited by SaamI on 3 Jan 2016, 14:11
|