ისე ლაპარაკობ ვითომ თანამედროვე ტექნოლოგიები ცალკე აღებული პროფესია იყოს და მაგ პროფესიის ხალხი აზანზარებდეს საქართველოს...

თანამედროვე ტექნოლოგიაა (მარტო ბიოლოგია-მედიცინაში რომ ავიღოთ, შეგვიძლია სხვა დარგებზეც განვავრცოთ) პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია, ექოსკოპია, ინტრავიტური თუ კონფოკალური მიკროსკოპია, გენების ექსპრესიის ანალიზი, დინამიური ციტომეტრია და უჯრედების სორტირება, კლონირება, ტრანსგენური და მუტანტი ცხოველების შექმნა, მასსპექტრომეტრია და ა.შ. და თითოეულ ამათგანში ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა ერთი პატარა, დამხმარე ნაწილია მხოლოდ... დანარჩენი ის "მოძველებული", "დრომოჭმული", ცოდნაა რასაც ბიოლოგიის თუ მედიცინის ფაკულტეტები აძლევენ (უნდა აძლევდნენ) სტუდენტებს...

უბრალო მაგალითი რომ ავიღოთ სიტყვაზე იმუნოლოგს "ევალება" შექმნას რომელიმე ტრანსგენური თაგვის ხაზი, გამოჰყოს მათგან ორგანოები, მოამზადოს უჯრედული სუსპენზია, მოახდინოს მათი კულტივირება და სტიმულირება, შემდეგ შეღებოს ისინი სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულებით და დინამიურ ციტომეტრზე ჩაიწეროს და გააანალიზოს მიღებული მონაცემები, ... ეს ყველაფერი მოითხოვს ანატომიის, ფიზიოლოგიის,ქირურგიის, ჰისტოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, მოლეკულური ბიოლოგიის, იმუნოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ჰიგიენის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნას... პრაქტიკულ გამოცდილებაზე და სხვა ათასგვარ ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ... აქედან ნათლად ჩანს რომ IT მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროფესიონალის განსასაზღვრად.
P.ს. როგორც ვატყობ ყველაზე მეტი მეოცნებე ყოფილა აქაც და "მეცნიერობის" როგორც პროფესიის სურვილი აქვთ თურმე...
This post has been edited by PFU on 5 Jan 2016, 02:15
Absolute zero is cool...
Black hole sucks...