არა მგონია ჩემზე სერიოზული მწეველი ბევრი ყოფილიყო. 2-3 კოლობს ვეწეოდი დღეში, სიგარეტი იყო ჩემი ცხოვრების სტილი რასაც ქვია და წარმოდგენაც კი მიჭირდა ჩემი თავის დანახვა სიგარეტის გარეშე.
ყველგან და ყოველთვის ვეწეოდი, ჭამის წინ, ჭამის შემდეგ, ძილის წინ, შემდეგ, ფაქტიურად სულ სიგარეტი მეჭირა ხელში.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ დამაინტერესა შევძლებდი თუ არა სიგარეტზე ტავის დანებება, ახლობელმა დაანება მაგ პერიოდში და მაგარი გამიკვირდა, ვერ ვიჯერებდი. მაგრად დამაინტერესა მე თუ შევძლებდი და გადავწყვიტე მეორე დილიდან აღარ მომეწია.
მაგრად მინდოდა რასაც ქვია ხასითი გამიფუჭდა მთელი დღე და მაინც არ მოვწიო, რადგან ერთი დღე გავძელი სიგარეტის გარეშე ეს იმხელა სტიმული იყო ჩემთვის რომ გადავწყვიტე მაქსიმალურად გამომეცადა ჩემი თავი თუ რამდენხანს გავძლებდი.
ამ ნებისყოფასთან თამაში ისე გავიდა 3 დღე როგორც არაფერი. მეოთხე დღეს რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ისე ძალიან აღარ მინდოდა და თითქოს მომეწონა კიდეც ახალი რეალობა სიგარეტის გარეშე და რაც უფრო მეტი დღე გადიოდა რომ არ ვეწეოდი, უფრო და უფრო დიდი სტიმული მეძლეოდა რომ აღარ მომეწია.
მასე გავიდა უკვე წელიწად ნახევარი, საერთოდ იმ დღიდან მოყოლებული ერთი ნაპასიც კი არ დამირტყია და აღარც მოვწევ არასოდეს.
აი დღეს რო ვუფიქრდები ჩემს იმ დროინდელ მდგომარეობას, მაგრად მეცინება. იმიტომ რომ 100% დარწმუნებული ვიყავი ვერ დავანებებდი, სიგარეტი მართლა ცხოვრების სტილი იყო უკვე ჩემთვის 21 წლიანი სტაჟით მაგრამ ისე ადვილად დავანებე რომ მეღიმება.
პ.ს. პირველი სამი ოთხი დღე არის ცოტა კრიზისული, სულ სიგარეტზე ფიქრობ. შემდგომ კი ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლებად გინდება და უფრო გიადვილდება უსიგარეტობას შეეგუო.
1 თვის შემდეგ თითქმის საერთოდ აღარ გინდა, მაგრამ ხანდახან გახსენდება, დალევის დროს და ასე შემდეგ.
3 თვის შემდეგაც გახსენდება მაგრამ გაცილებით იშვიათად და უკვე აღარც გახსოვს სიგარეტის გემო როგორია.
6 თვის შემდეგ კი საერთო აღარც გახსენდება დაფაქტიურად სურვილიც აღარ გიჩნდება რო მოწიო.
მითუმეტეს უკვე იმხელა სტიმული გაქვს ამდენიხანი რომ არ მოწიე რომ აქეთ გზიზღდება უკვე სიგარეტი.
1 წლის შემდეგ უკვე გეზიზღება სიგარეტი, ვინაიდან სერიოზულ ცვლილებებს ამჩნევ ორგანიზმში, საერთოდ აღარ იღლები, აღარ გახველებს, სულ ენერგიაზე ხარ და ვარჯიშიც კი კინდება. მოკლედ ფაქტიურად ახლიდან იბადები იმხელა ცვლილებაა.
პ.ს. ის ზღაპარი რომ სიგარეტი ნერვებს აწყნარებს და ნერვიულობაზე გაბოლებას რა ჯობიაო არის ტყუილი. პირიქით როდესაც აღარ ეწევი ნერვები იმ დონეზე ჯამრთელდება რომ სიგარეტის მოწევის გარეშეც წყნარად გრძნობ თავს და უფრო ადვილად გადაგაქვს როგორც ნერვიულობა ისე სტრესები.
მოკლედ სიგარეტი არის ძალიან მავნებელი, ყველა გაგებით და მე ამაში თავად დავრწმუნდი და იმაშიც დავრწმუნდი რიმ ყველას შეუძლია დაანებოს თავი ძალიან მარტივად, ისე რომ არანაირი დისკომფორტი არ განიცადოს. უბრალოდ უნდა მოინდომოთ და მეტი არაფერი.
გისურვებთ წამარტებას სიგარეტზე ტავის დანებებაში. ნეტა 100 ლარი გახდეს კოლოფი. მერე მაინც ხო დაანებებთ და დარწმუნდებით რომ სულაც არ ყოფილა ძანელი