მთლად ასე მარტივად არ იყო საქმე. 

ლაკობამ პირდაპირ სცადა სტალინთან კონტაქტზე გასვლა, რაც გამოუვიდა კიდეც. 
სურდა, რომ აფხაზეთი ჩამოეშორებინა საქართველოსთვის.
ეს გახდა ბერიას და ლაკობას დაპირისპირების მიზეზი. 
თითქოს მეგობრობდნენ, მაგრამ ძირს უთხრიდნენ ერთმანეთს. 
ლაკობამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სანამ ბერია ცოცხალი იყო და გავლენა ჰქონდა, მისი სურვილის ახდენა იყო თითქმის წარმოუდგენელი.
თან, მარტო ბერიაც ხომ არ იყო... 
ლაკობამ იცოდა, რომ ქართული საზოგადოება ადვილად არ შეეგუებოდა აფხაზეთის დაკარგვას და ქართველ ბელადს მოსვენებას არ მისცემდნენ, რომ ეს არ მომხდარიყო.
ანუ ხედავდა, რომ ქართველებს მეტი რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდათ, რათა მოეხდინათ გავლენა მოსკოვზე ამ საკითხის საქართველოს სასიკეთოდ გადაწყვეტისთვის.
მაგდენი ჭკუა კი ექნებოდა ლაკობას, რომ გაეცნობიერებინა ბერიასთან მტრობის შესაძლო შედეგები.
ჰოდა, არაა გამორიცხული, რომ აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორების იდეის კრახის შემთხვევაში, უკან დასახევ გზებს იტოვებდა და ცდილობდა, რომ განადგურების საფრთხე აერიდებინა.
საბოლოოდ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ბერიამ ლაკობა გაანადგურა.
გაანადგურა მისი ოჯახიც, გარემოცვაც.
ანუ, მოთხარა ძირფესვიანად.
შემდგომში ეს გახდა აფხაზებში უკმაყოფილების გამოწვევის თუ გაღრმავების მიზეზი.  
.                                            .