mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#46723224 · 14 Jan 2016, 14:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
annavita
QUOTE | QUOTE ,,მართლმადიდებელი“ ეტიმოლოგიურად განსაზღვრავს არა ობიექტს, არამედ გარემოებას _ მართლად (სწორად) მადიდებელი.
ობიექტი თუ პირველსუბიექტი, მამაო? |
_ ობიექტი, რადგან ,,მართლმადიდებელი“ (,,ორთოდოქსოს“) გულისხმობს არა პანტოკრატიულ, არამედ ეკლესიოლოგიურ _ კერძოდ, კონფესიურ ასპექტს.
QUOTE | სწორად დიდება რაღას ნიშნავს? |
_ არასწორი თეოლოგიური თეორემებისგან ანუ ერესებისგან; თუ გნებავთ, თეოლოგუმენებისგან გამოხშირულს.
QUOTE | მართალი უნდა განდიდეს არა გარეთ მიმართული რიტუალ-წირვით არამედ - შიგნით, რადგან ის მართალი - ქრისტე - ჩვენშია! |
ამ წინადადებას რომ ,,ბეზპოპოვშჩინური“ ელფერი გადაეყაროს, მასში უარყოფით ნაწილაკს ,,არა“ უნდა დაემატოს ,,მარტო“ _ ,,არამარტო“.
QUOTE | დაე გარეობიექტებზე თვალების დააცეცება და მათი მთხვევა შეიცვალოს სულში მართლის ამეტყველებით. |
პირველი მეორეს ისე აძლიერებს, როგორც მუსიკის ყურით აღქმას _ მისი შემსრულებლის (შემსრულებლების) ყურება (ცქერა).
QUOTE | ვერა, ვერ შველის, ვერ შეეწევა გარე ეკლესია და გარე ტაძარი ადამიანის შინაგანი ტაძრის აღმართვას. |
_ ვერც კონსერვატორია _ შინაგანი სმენის განვითარებას (აქაც, საჭიროა, ,,გარეეკლესიის“, ,,გარეტაძრის“ წინ ვითარების გარემოებად ,,მარტო“ ჩაემატოს)?!
QUOTE | იესოს შობის ღამეს რომ გაიჟლიტა ყველა ბავშვი 3 წლამდე ასაკისა, მათ რაღა დააშავეს? სწორი პასუხი ამ კითხვაზეც არის, მაგრამ ... |
_ ველოდები თქვენს სწორ პასუხს! NAOKI
QUOTE | mRvdeli giorgi sxiladze, რა ატამი, რი ატამი.. რა ქოთანი, რი პარტიტურა..ყველა ბნელი ასეთი დაქნეული როგორა ხართ?ერთ ფსიქიატრიულში ხართ მოსათავსებელი ყველა! უნდა დაგიკეთოთ კარები და ილაპარაკეთ მერე ქოთნებზე და გარშოკებზე! |
ზემოთ ვწერდი ინკვიზიციური სულის თანამედროვე მაგალითებზე. ამჯერად, დასადგენი ისღა დაგვრჩენია, _ ასეთი განწყობა ჩამოყალიბებულია ღვთისმსახურთაგან დაბრკოლებით, სექტანტობით თუ უღმერთობით (ათეისტობით). _ ყველა შემთხვევაში, ამ სიტყვების ავტორს ვლოცავ და ყველა სიკეთეს ვუსურვებ! alabama437
QUOTE | QUOTE განა, მექოთნეს უფლება არ აქვს, თავისი ნახელავი დაამსხვრიოს და ნარჩენი მასალისგან იგივე აღარც გამოძერწოს?!
ძალიან ძნელია ადამიანის ნივთამდე დაყვანა, ამას მორალურად სრულყოფილი არსება არ გააკეთებდა, რადგან მას არ ექნებოდა ნდომა, სურვილი, საჭიროება. |
უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს არა იმაზე, რას წერენ, არამედ _ ვინ წერს. საინტერესოა, ამ ციტატის ავტორს განწყობა შეეცვლებოდა თუ არა, როცა _ თუკი არ ეცოდინებოდა და _ გაიგებდა, რომ ადამიანის ქოთანთან შედარება ჩემი სახისმეტყველებითი შემოქმედებიდან კი არ არის, არამედ პერიფრაზია ,,პავლენიდან“ (რომაელთა: 9,20-23; II ტიმ. 2,16-21) და წმ. იოანე დამასკოელიდან («,,მართლმად. სარწმუნ. ზედმიწ. გადმოც.“, თავი ოცდამეექვსე, ადამიანის შესახებ»). ,,აჰა, ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეთ თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაილისაო!“ (წინასწარმეტყვ. იერემიასი: 18,6; შდრ. იქვ. 1-5).
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 14 Jan 2016, 14:08
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|