იცით თუ რა რომ არსებობს მოტივირებული "შინაგანი სიკეთიდან ქმედება"?

მაგ: ის რომ მათხოვარს ფული მისცე, თქვენ ეს გასწავლეს. ჩაგჩიჩინებდნენ. ამას გასწავლიდათ თქვენი რელიგია. ასეთი და ასეთი უნდა იყოვო, ქველიო, რამეთუ დაიმკვიდრო სამოთხე.

ჰოდა, თქვენ, აღზრდისა და საწრმუნოების (ავტორიტეტის) გავლენით, აგრეთვე კარგი, პატიოსანი ადამიანის სახელის დამკვიდრების კმაყოფილების შეგრძნებითა და რაც მთავარია სამოთხის ბენუარის ლოჟაში გამოწკეპვის გარანტიის იმედით აკეთებთ ამ "ქველ საქმეს" - მათხოვრის ფინანსურ ერთჯერად უზრუნველყოფას

, და თან დარწმუნებული ბრძანდებით რომ ეს პირადი ნებელობით - თქვენი საკუთრივი მორალური აქტი განახორციელეთ, ყოველგვარი "გარედან -შიგნით" ჩარევის გარეშე.

ასე რომ, შინაგანი "მოტივაციები"-ც არანაკლები გარეგნულია, ვიდრე გარეგნული
აი ასე ტყუვდება და ბითურდება ადამიანი.
თუმცაღა ეს თქვენ არ ჩაგეთვალად სიკეთედ, მაგრამ მათხოვარს მაინც მიეცა ის!!!

აი ესაა მანკიერის სიკეთედ გარდაქმნის ღვთაებრივი ალქიმია!
ისე, ამის უნარიც აქვთ კაცთა..
This post has been edited by annavita on 6 Jan 2016, 12:52
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო