რიტორიკას რომ შევეშვათ, სარკაზმს .... და ა.შ. ანუ ფაქტებზე ვისაუბროთ (სიმართლეზე) - ბევრ რამეში ვეთანხმები.
ვეთანხმები იმათაც ვინც ასევე ფაქტებს და სიმართლეს ამბობს, იღონდ ამჯერად საპირისპიროდ იშვერს ხელს.
ასევე ვიცი, რომ სიმართლე და სიცრუე ორივე მხარესაა მიმობნეული.
გარდა ამისა ანგარიშს ვუწევ, რომ სიმართლე განსაზღვრებით კუთვნილებითი ფორმაა და ყველას საკუთარისიმართლე გააჩნია.
ამ აბლაბუდაში კაცი ცდილობს 'ოქროს შუალედების' პოვნას და სასწორის საპირისპირო თებშებზე შემოლაგებას - აქ რა თქმა უნდა უკვე ამ კაცის საკუთარი სიმართლე ანუ მისი სუბიექტია მთავარ როლში.
შემდეგ კეთდება არჩევანი.
ასეა პოლიტიკას და საერთოდ ცხოვრებაც.
არ არსებობს ადამიანი ცუდის და კარგის გარეშე;
არ არსებობს ერი, სახელმწიფო ცუდის და კარგის გარეშე;
არ არსებობს არჩევანი, რომელსაც მხოლოდ ცუდი ან კარგი მოაქვს;
ჩვენს არჩევანში პრიორიტეტს ვანიჭებთ კარგს, რომელსაც ის მომიტანს და ვივიწყებთ, რომ
ანგარიში ვუწიოთ იმ ცუდსაც, რომელსაც თან გამოაყოლებს.
p.s. კონკრეტულად საკითხს რაც შეეხება.
ჩემთცის შეიძლება გაცილებით მომხიბლავი ჟან-ჟაკ რუსოს სოციალური კონტრაქტია, ვიდრე - ჯონ ლოკის.
თუმცა როდესაც მისი (ჟ.ჟრუსო) იდეოლოგიიდან აღმოცენებულ ნაყოფებს ვუყურებ,
ვერც ფაშიზმში და ვერც კომუნიზმში ხიბლს ვერ ვხედავ.
მიმაგრებული სურათი