rockforever,
ეს 2015 წლის მონაცემებია?
მე მყავს ნათესავი, რომელმაც 1997 წელს დაამთავრა მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე, მერე ასპირანტურა... და დღეს ბანკირია
იმის თქმა მინდა, რომ უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს (1997 წელს უკეთესად ასწავლიდნენ, ვიდრე თუნდაც დღეს)...
არც იმას, რამდენად კარგად სწავლობს სტუდენტი (ეს ბიჭი ძალიან კარგად სწავლობდა).
უფრო იმას აქვს მნიშვნელობა, რაში გამოიყენებ მერე ამ ცოდნას.
სანამ საქართველო იქნება ღატაკი, მანამ იქნება ბანკირის საქმიანობა მომგებიანი და მათემატიკოსის ან არმენოლოგის - წამგებიანი.
პრიორიტეტი უნდა გახდეს გამდიდრება და არა ფულის უაზრო ჩაყრა ხეთოლოგია-შუმეროლოგიაში.
როცა გამდიდრდებით, შუმერულის და ხეთურის სწავლის მსურველებიც გამოჩნდებიან.