ესპანეთში მოკლული ქართველების ვინაობა „კვირასთვის“ ცნობილი გახდა. „კვირას“ ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ქ. ტერასაში, საკუთარ სახლში გელა გალიშვილი და გოჩა კაკალაშვილი ქართველებმა მოკლეს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ გარდაცვლილები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის კახა შუშანაშვილის, იგივე „კახა რუსთავსკის“ ახლობლები არიან. ესპანეთში მცხოვრები ქართველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.
როგორც „კვირას“ ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა, ერთ-ერთი მოკლული რუსთავიდან არის, მეორე კი თბილისელია. მისივე ინფორმაციით, გალიშვილი და კაკალაშვილი ესპანეთში რამდენიმე წელია ცხოვრობენ.
კატალონიაში საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიცია ოფიციალურად ადასტურებს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათივე თქმით, ესპანელ სამართალდამცველებთან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში.
შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ახალი წლის ღამეს ორი ქართველი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ქ. ტერასაში, ბარსელონის გარეუბანში მოხდა. მედიის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო. გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდათ. ორი ქართველის მკვლელობა იმ ბინაში მოხდა, სადაც მათ გარდა კიდევ სამი ქართველი ცხოვრობდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები, სროლის შემდეგ აივნიდან გადახტნენ და მიიმალნენ. პოლიციამ ისინი უკვე დააკავა. ადგილობრივი პოლიცია კიდევ ერთ პირს ეძებს.
http://kvira.ge/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9...83%A5%E1%83%90/ This post has been edited by wox1997 on 7 Jan 2016, 18:59
მიმაგრებული სურათი