kaki96_
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3270
წევრი No.: 34129
რეგისტრ.: 1-May 07
|
#48572027 · 13 Aug 2016, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაკიაველის (კვეჟოს პოკლონიკის) ერთ ერთი ზე პოსტი არქივიდან
ესმოდა კაცს საკითხი
ლაშა რუსტავსკი , არ არის უბრალო ვორი ..... მას სერიოზული პოზიციები ეკავა ( ვიმეორებ დედ ჰასანას კარზე ) , მისი სიძლიერე , ასე , რომ ვთქვათ დიდწილად არა მის პირად თვისებებზე და ავტორიტეტზე იყო დამოკიდებული , არამედ მის იერარქიულ მდგომარეობასთან დედ ჰასანას კარზე .... მისი აღმავლობა დაიწყო მაშინ როდესაც ზაქარია კალაშოვმა დაოწყო მოსკოვის საქმეებიდან გასვლა
აქ მე მგონი დაავიწყდათ , რომ ცნობილი დაპირისპირება დედ ჰასანას და ე.წ. ქუთაისურ კლანს შორის დაიწყო ინციდენტით , რომელშიც ყურებამდე ჩაფლული იყო ლაშა რუსტავსკი .
დაახლოებით 5 წლის უკან ლაშამ ნელ-ნელა დაიწყო დედ ჰასანას ორბიტიდან გასვლა .... ზოგი ამბობს ეს დაკავშირებული იყო მის მზარდ ამბიციებთან და მცდელობათ თავისი კლანის ჩამოყალიბების ... ზოგი ამბობს , რომ ლაშას სულ ახასიათებდა კარგი ინტუიცია და ის მიხვდა , რომ დროა ჰასანაზე გამიჯვნის ..... მე ამ ბოლო ვერსიისკენ ვიხრები , ვინაიდან მაგ მანევრებში ჩემი ძალიან ახლობლები იყვნენ გარეული და რაღაც მეტი ვიცი
ლაშამ დაიწყო ევროპაში ვოიაჟები ... ის ეძებდა კონტაქტებს ონიანთან და ჯანგველაძესთან , მაგრამ პირდაპირ ლაშას მათან შეხვედრა სავალალოდ დამთავრდებოდა ლაშა რუსტავსკისთვის , ვინაიდან ეგეთი კონტაქტის დროს მის მხარეზე აღარ იქნებოდა ჰასანას კლანი , ხოლო ერთი ერთზი ონიანთან საუბარი ( რაც არ უნდა აქილიკონ აქ ტიპებმა მაგ პატივცემული სვანი ) ძალიან ძნელია
ონიანი არის სახიფათო და ძალიან იშვიათი ნაზავი ---- ძველი ქურდული სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული , რომელმაც ახალ დროს წარმატებით აუღო ალღო .... ონიანს აქვს ყველაფერი :
მას აქვს პირადი ავტორიტეტი
მას უჭერს მხარს ძალიან დიდი მასა არესტანტების
მას აქვს თავისი კლანი , ძალიან ძლიერი და გავლენიანი
მას აქვს ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობები
მას აქვს პოლიტიკური კავშირები
ამ პარამეტრებით ლაშა რუსტავსკი ახლოსაც ვერ მიდიოდა ყველაზე ჭკვიან სვანთან , როგორც ტარასაზე სვანები ამბობენ lol.gif
ლაშამ ეს კარგად იცოდა და მან დაიწყო ეგეთი შეხვედრის მომზადება ..... ამისთვის გამოყენებული იყო მისი ძმის კახა შუშანაშვილის პირადი კავშირები , კერძოდ ევროპის აბშაკზე მაყურებელთან ( რომელსაც აქ ზოგი არ იცნობს ) ზვიად დარსაძესთან . ზვიად დარსაძე , ქურდულ წრეებში ძალიან ცნობილი და საინტერესო პიროვნება არის , თუმცა ნაკლებად გაპიარებული , რასაც პირადათ უწყობს ხელს , არ უყვარს ტიპს აფიშირება .....
რატომ არის საინტერესო პიროვნება .... ზვიად დარსაძე ითვლება ტარიელ ონიანის უახლოეს გარემოცვათ . როდის დაიქუხა პირველად ტარიელ ონიანის სახელმა საკავშირო მაშტაბით .... როდესაც მან ქურდულს დაუბრუნა მთელი ურალის მხარე , რომელიც აბსოლუტურად ბანდიტური გახდა ერთ პერიოდში .... იქ ანზორა აღაინიც იყო ჩასული , 8 ქურდის თანხლებით --- მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა , სამი მასზე თავდასხმის შემდეგ , რომელსაც სასწაულად გადაურჩა აღაიანი წამოვიდა ურალიდან
ურალი კი უმდიდრესი მხარე იყო და ქურდული სამყარო ამ მხარის დაკარგვას ვერ ეგუებოდა , მცდელობა იყო ძალიან ბევრი მაგრამ უშედეგო . ურალზე ქურდებიდან მაყურებლათ დანიშვნა სიკვდილის ტოლფასი იყო .
ამ პერიოდში იქ ჩავიდა ტარიელ ონიანი , ერთი პატარა ბიჭის თანხლებით , სულ 18-19 წლის იყო მაშინ ის ტარასაზე ტანმხლები ტიპი . ონიანის ჩასვლიდან წლის თავზე , ურალი ქურდული გავლენის ქვეშ მოექცა ... მოხდა 12 ახალი ქურდის კორონაცია , რომლებიც ურალზე პალაჟენიას იკავებდნენ .
ამბობდნენ მაშინ .... ფისო ქუჩულორიამ მოსკოვს ასწავლა ქურდულიო , ხოლო ურალს იქით ტარიელ ონიანმაო
ხო და რატომ მოვყევი ეს ამბავი .... ის ახალგაზრდა ტიპი ვინც ტარასას ახლდა , იყო ზვიად დარსაძე , რომელიც მაშინ ქურდი არ იყო ..... ერთი სიტყვით ძალიან ახლოს არის ტარიელთან და როდიდან ხომ აზრზე ხართ
მეორეც .... ზვიად დარსაძე პადელნიკობდა გოჩა ჩიხლაძესთან , ჭიასთან , კვეჟოს ალალ ბიძაშვილთან . პადელნიკობა მაშინ ქონდათ , როდესაც ქურდები არ იყვნენ , მაგრამ შემდგომ როდესაც დღის წესრიგში დადგა ამ ორი ტიპის კორონაციის საკითხი , მათ შორის შავმა კატამ გაირბინა .... სერიოზულ კონფიკტამდეც მივიდა საქმე , დააგვირგვინეს ჩხუბი , ქუთაისში ზავოდის ხიდზე , პირდაპირ შუა გზაზე დაცხეს ერთმანეთს
ვინაიდან ორივე ძალიან სერიოზულ პრესტუპნიკებათ ითვლებოდნენ და წუთი წუთზე ქურდები გახდებოდნენ , ამ კონფლიქტმა რეზონანსი გამოიწვია .... ასობენა გადარეული იყო კვეჟო , რომელმაც მისი ბიძაშვილის , მის რადნოი ქალაქში გალახვა , თან ტარიელ ონიანის პროტეჟეს მიერ --- პირად შეურაცხყოფათ მიიღო . რას ნიშნავდა იმ პერიოდში ქუთაისში კვეჟოსთან კონფლიქტი მე მგონი გასაგებია . დარსაძე ყველას ტრუპად მიაჩნდათ , ხოლო მისი ქურდობა დამტავრებულ საქმეთ . კვეჟომ შემოთვალა , რომ ის ნახავდა დარსაძეს , ქუთაისში ჩამოსვლისას . დარსაძემ კი ნააბაროტ გააკეთა , ცაფრინდა მოსკოვში და პირადათ ეახლა კვეჟოს , ამას ძალიან მაგარი ქურდებიც ვერ ბედავდნენ . უთხრა მას , რომ მისთვის თუ გინდ ერთ დღე როდესაც მის მიმართ ისეთ ქურდს , როგორიც კვეჟოა კითხვები აქვს მიუღებელია , არ დაელოდა მის ქუთაისში ჩამოსვლას და პირადათ ჩააკითხა მოსკოვში .
კვეჟოს აფასებდა ეგეთ რამეებს და მასტან შეხვედრიდან დარსაძე გამოვიდა ყოველგვარი კითხვის გარეშე , ხოლო კვეჟომ აფიციალნა განაცხადა , რომ სხადნიაკზე სადაც დარსაძის საკითხი განიხილებოდა ჩაეთვალათ , რომ კვეჟომ მომხრე იყო .
აქედან გამომდინარე , ქუთაისელმა კიტებმა რომლებიც კვეჟოს სასტავათ განიხილებოდა დარსაძე მიიღეს თავის წრეში დაჟე მანამდე სანამ ის ქურდი გახდებოდა .
ესე იგი წარმოიდგინეთ დარსაძე ჯერ ქურდი არ იყო და უკვე ქუთაისლების ორი კიტიდან , ტარასადან და კვეჟოდან პირდაპირი აღიარება ქონდა .
მესამე მომენტი .... დარსაძეს სანამ ქურდი გახდებოდა უყვარდა ბაიკოს ქალიშვილი , უნდოდა მისი ცოლად მოყვანა .... ამის გამო ის ჩავიდა როსტოვში , სადაც ნახა ბაიკო და უთხრა თავისი მიზნების სესახებ დაკავშირებული მის ქალიშვილთან . ბაიკომ თბილად მიიღო-თქო დარსაძე არ ვიტყვი , არ უნდოდა სტარი ვორს მისი ერთადერთი ქალიშვილი პრესტუპნიკს გაყოლოდა ცოლად .... ამიტომ ამ შეხვედრამ შედეგი არ გამოიტანა .... დარსაძემ უარი არ თქვა თავის გადაწყვეტილებაზე , ხოლო ბაიკომ უსლოვიად დააყენა მისი გარეთ გამოსვლა და მანამდე რაიმეს გაკეთება აუკრძალა .
იმ პერიოდში ბაიკოს სახელი ქუხდა არა მარტო ქუტაისში , არამედ მთელ საიუზში , მის გამოსვლას 15 წლიანი სტროგიდან ელოდებოდა შიშით მტელი ქურდული სამყარო , რადგანაც ბაიკო ძველი სკოლის ქურდათ ითვლებოდა , რომელიც ვერ იტანდა ქურდის ფუფუნებაში ცხოვრებას . ერთი სიტყვით ბაიკომ ტავისი გოგო ჩუმად გაათხოვა , გაიპარა რა ვითომ მისი გოგო .... დარსაძე არ მოაყვანია რა ....
ბაიკო გამოსული იყო უკვე , ერთ -ერთ სუფრაზე , რომელზეც რამოდენიმე ქურდიც იყო , მათ შორის ანზორა ხუციშვილი ... დარსაძის ძმამ , ძალიან ცუდად მოიხსენია ბაიკოს ქალიშვილი .... ნუ ცუდად რა , ზედმეტი მოუვიდა .... ამაზე ატყდა ერთი ამბავი დარსაძის ძმა ამის გამო პირდაპირ არა , მაგრამ სხვა მიზეზებით სამჯერ მაინც დადეს სიკვდილზე lol.gif
ზვიადი ქურდი არ იყო .... კაკ რაზ მზადებოდა მისი სხადნიაკი ... ხო და გადაეკიდა წარმოიდგინეთ რამხელა ავტორიტეტი , ბაიკო . უკვე მერამდენედ ჩამოწერეს დარსაძე მავანმა . თან კვეჟო მკვდარი იყო უკვე , ტარასა სტროგს იხდიდა უცხოეთში .... ერთი სიტყვით რა ... მაგრამ დარსაძემ მოიფიქრა ძალიან ხიტრული რამ , ამსტერდამში საქმე გლიჯა ისეთი , რომელიც რამოდენიმე ძალიან გავლენიანი ქურდის ინტერესში იყო .... მასთან იძულებული გახდნენ ნა რავნიხ დაელაარაკათ სამქესტან დაკავშირებით . ეს ლაპარაკი დარსაძემ დაამთხვია სხადნიაკს სადაც ქურდი გახდა კიდევაც .... ბაიკოს უკვე იმხელა ავტორიტეტი აღარ ქონდა , კვეჟოსთან დაკავშირებული ამბების გამო ..... სხადნიაკზე ქურდული პადხოდი დარსაძეს ტახიმ გაუკეთა .
ბაიკოს და დარსაძის დაპირისპირება უკვე სხვა დონეზე გაგრძელდა ... დარსაძემ პირველი რაც გააკეთა ქუტაისში ცემა და არაქურდათ დატოვა მისი ძმის გამლახავი მიშკა კალანდაძე , რომელიც გარე ბიძაშვილათ ეკუთვნოდა რობერტა კალანდაძეს .... კი გადაირია რობერტა , ჩამოვიდა ქუთაისში , შეხვდა დარსაძეს მაგრამ უშედეგოთ
აი , ეგეთი ტიპი არის ზვიად დარსაძე ......
ჯანგველაძე , რომ ზის ახლა , აი რომელ საქმეზეც ზის ... ესეც დარსაძესთან კავშირშია ..... ნაცებმა გაუშვეს თუ გახსოვთ კადრები , როდესაც კანონიერი ქურდი ჭურაძე ებაზრება ტიპს , ლანძღავს მას და ეუბნება , შენს ნათესავს მოუყევიო აქ ბევრს რომ იტხოვს სხვებიდანო .... რა ვიცი თუ გაიხსენებთ .... ხო და ზუსტად მაგ ჭურაძის მამის დაბრედვის გამო ზის ჯანგველაძე .... ეგ , რომ თქვა ჭურაძემ დარსაძე უკვე იჯდა ესპანეთში , პიარადათ ვერ მოთხოვდა ჭურაძეს პასუხს
მეოთხე .... დარსაძე ესპანეთში დაიჭირეს კრაზანას მეორე საქმეზე ... პირველი კრაზანა კი იცით ვისაც ეხებოდა .... ესპანეთში დარსაძე იყო კალაშოვის სქემებში ონიანის მხარის წარმომადგენელი , ასე , რომ კალაშოვტანაც დარსაძეს საქმიანი ურთიერთობები აქვს ....
-----------
რატომ დავწერე ამდენი დარსაძეზე --- იმიტომ , რომ ამეხსნა , შუშანაშვილმა ვიღაც ფუცანა კი არ მონახა ევროპაში , რომ გასულიყო ტარიელ ონიანის სასტავთან , არამედ ძალიან წონიანი ქურდულ სამყაროში ( თუმცა ნაკლებად გაპიარებული ) ზვიად დარსაძე გამოიყენა ამისთვის . კახა , ლაშას ძმა ხომ ვააბშე დარსაძეს არ შორდებოდა . ესპანეთშიც ერთად დაიჭირეს .
შუშანაშვილს არც ტარასა და არც ჯანგველაძე არ შეხვდნენ .... მაგრამ ეჭვი მაქვს შეხვედრა მაინც შედგა , მაგრამ სხვა წარმომადგენელებთან , რადგანაც შუშანაშვილი ძალიან აშკარად გავიდა აქტიური დაპირისპირებიდან და არც არავინ ახსენებს , არც ერთი მხარე და არც მეორე .
რომ არა შუშანაშვილის განზე გადგომა , ქარდავები კი არ იქნებოდნენ დღეს ჰასანას კლანის სახეები არამედ ლაშა რუსტავსკი . მაგრამ არაა ეგრე
------------
მე არვის აქ არ ვაპიარებ ..... ტარიელ ონიანს , კვეჟოს და მასტებს კიდე , ჩემი პიარი არ ჭირდებათ .... თავის თავი მათ თვითონ გაიპიარეს
yes.gif
This post has been edited by kaki96_ on 13 Aug 2016, 16:05
|