#46667475 · 7 Jan 2016, 22:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (konformist @ 7 Jan 2016, 21:20 ) | ციტრამონი 777giorgi777
QUOTE | მაგაზე მეტი სიბნელე რა გინდა რომ რასაც ლაპარაკობ ყოველ წამს იმის საწინააღმდეგოდ ცხოვრობდე ადამიანი |
ნამეტნავი ნიშანდობლივი ფრაზაა
ეპითეტ "ბნელებს" ხშირად იყენებენ აქ, ფორუმზე. მარა არ მგონია ეს რელიგიურობის სინონიმად გამოიყენებოდეს
"ბნელები" ყველგან არიან, მორწმუნეებშიც, ურწმუნოებშიც
სამწუხარო ისაა, რომ რატომღაც, ამ "სიბნელით" მანიპულირებენ დღეს, ძალიან ბევრი, მათ შორის სასულიერო მოღვაწეები და პოლიტიკოსები ყველაზე მეტად.
|
სიბნელე ყოველთვის და ყველგან იყო და არის სხვადასხვა დოზით . . .
მთავარი უფრო ისაა, რომ იმ ბნელს თავისი არჩევანი აქვს და ის რომ ბნელია ესეც მისი არჩევანია და პატივისცემით უნდა მოექცე და თუ მაინცდამაინც რაიმესკენ გინდა რომ მოუწოდო ეს ზედმიწევნით ზრდილობიანად და წინდახედულად უნდა გააკეთო, რომ რაიმე ფორმით შეურაცხყოფილად არ აგრძნობინო მაგ ადამიანს თავი.
თუმცა ზოგადად ზოგადად სიბნელე ცოტა აბსტრაქციაა იმიტომ რომ ყველა ადამიანი უკლებლივ ბნელია . . . ერთი ერთ საკითხშია ბნელი ხოლო მეორე მეორეში . . . და ეს როცა ამას ვამბობ ვგულისხმობ ყოველდღიურ საკითხებს და არა სიღრმისეულს . . .
ადამიანის ცოდნა დიდი ხანია გასცდა 1 ადამიანის შესაძლებლობებს . . .
--------------------
უმაღლესი ჭეშმარიტებაა სახელმწიფო ინტერესები ! ერის ინტერესები ! ხმა ღმრთისა - ხმა ერისა ! __________ დღეს რაღაა და ხვალიდან გავბრწყინდებით. __________ ქუჩა-ქუჩა ღრიალით აშენებული ქვეყანა ჯერ არ მინახავს. თუარადა აგერ უკვე 20 წელია მასე ვაშენებთ და არ აშენდა არაფრით და იქნებ რამე სხვაც გვეცადა?
|