ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" 21 წლის წევრმა საკუთარ დედას თავი მოჰკვეთა. ეს საზარელი ინფორმაცია რეგიონში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველებმა გაავრცელეს.
შემთხვევა ქალაქ რაქაში მოხდა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ დედაქალაქად აქვს გამოცხადებული.
როგორც ირკვევა, ქალი შვილს ტერორისტული გაერთიანების რიგების დატოვებას სთხოვდა რის შესახებაც ტერორისტმა დედა საკუთარ ლიდერებთან დააბეზღა. 40 წლის ქალი ქალი საფოსტო განყოფილებაში, სამუშაო ადგილზე დააკავეს და ქალაქის მოედანზე გამოიყვანეს, სადაც მას საჯაროდ თავი საკუთარმა შვილმა მოჰკვეთა.
http://presa.ge/new/?m=society&AID=41198http://www.express.co.uk/news/world/632786...front-onlookersდაჟე "ალ-ქაიდა" არ ყოფილა ასეთი საზიზღარი ორგანიზაცია... მორალის რაღაც ზღვარს იცავდნენ...
ვისი შექმნილია ეს ისის, რაში სჭირდებოდათ, რა უნდათ ვაბშე... საიდან მოვიდა ამდენი პათოლოგი სადისტი...
ისლამის დისკრედიტაციისთვის შექმნა დასავლეთმა თუ მართლა თვითონ გაგიჟდნენ, არ ვიცი, მოკლედ, დავითრგუნე ძალიან...
This post has been edited by მელკერი on 8 Jan 2016, 16:16
მიმაგრებული სურათი