რუსეთს რომ უჭირს და მილიარდობით ზარალს იღებს სისხლიანი ომების პოლიტიკიდან ეგ ფაქტია.
ბევრს მალავს რუსეთის პრესა და თავი ისე მოაქვთ თითქოს არც სანქციები და არც ომები მათ არაფერს ავნებს.
პუტინ 2 წლის წინ ჰერკულესად შერაცხეს, რეინკარნირებული "ღმერთიაო" და 12 ჰერკულესის 12 გმირობა გაიმერაო (ვიდეო:
Russian President Vladimir Putin as Hercules )
ეხლა კი Russia Today-მ დადგა სიუჟეტი სადაც პუტინი თურმე Highlander ყოფილა და დროში მოგზაურობს, თურმე უკვდავი ყოფილა და ისტორიის ყველა დროში ჩნდებოდა,..რა თქმა უნდა გმირად.. (ვიდეო:
Putin Highlander) )
ასეთი ტყუილების ქვეყანაში ბევრ სიმართლეს ჩქმალავენ, და კონკრეტულად იმას, თუ როგორ ემხობათ თავზე ეკონომიკა. რუსები ნელ-ნელა გადაიქცნენ მდაბიო და განუვითარებელ ერად, რომლებიც მოხუც და ეჭვიან ბელადზე და მის შიზოფრენიაზე არიან დამოკიდებული.
პუტინი ტყუილად არ სციდლობს რუსი მოთარეშეების (ე.წ. "რუსი ტურისტები") საქართველოში გამოგზავნას მას შემდეგ, რაც მან მათ თურქეთისა და ეგვიპტისაკენ მიმავალი გზა ჩაუკეტათ. ამ შემთხვევაში პუტინი ქართველების ეროვნულ უპრინციპობაზე აკეთებს გათვლას, იმაზე რომ ქართველები ყველაფერზე შეგიძლია დაითანხმო და დაიყოლიო, მათ არც სიამაყე და არც პრინციპი არ გააჩნიათ, რომ გადათელო და თავს ლაფი ასხა ადვილად ივიწყებენ წყენას.
მეორე კითხვა არის ის, თუ როგორ აშენებს ამერიკა საქართველოს და უკრაინას. მე ამის არ მჯერა! ამერიკა და ნატო არც დასავლეთ გერმანიას/ბერლინს აშენებდნენ, არც საქართველოს აშენებენ და არც უკრაინას. ამერიკას აქვს თავისი პოლიტიკა და სტრატეგიული ინტერესები. ამ ამ სტრატეგიულ ინტერესებში შედის მსოფლიოს ვეებერთელა სისხლიანი იმპერიის დასუსტება და მისი დამხობა. მეტი არაფერი! ამისათვის საქართველო და უკრაინა ხელსაყრელი ინსტრუმენტები არიან. ზუსტად ისეთივე როგორიც იყო დასავლეთ ბერლინი.
ჩამოვა ხოლმე ნატოს წარმომადგენელი საქართველოში, გააკეთებს განცხადებას რომ ნატოს კარები ღიაა მაგრამ საქართველო თურმე ამ კარებში ვერ ეტევა (რუსი მიგრანტებით სავსე მონტენეგრო კი შეეტია...), ამით გადარევენ და გააღიაზიანებენ რუსეთს და წავლენ. ეს არის და ეს! უკვე წლებია არ დაადგა საშველი საქართველოს ნატოში მიღებას, იწუნებენ საქართველოს. ("ისინი დაიწუნებენ კრავს, მაგრამ კრავი გაიმარჯვებს მათზე!" - ახალი აღთქმა)
მე ვეთანხმები იმ პოზიციას რომ, ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ და საქართველოს ეკონომიკა ავაღორძინოთ, ფეხზე დავდგეთ როგორც ქვეყანა და თავი ავარიდოთ კავშირებს, ბლოკებს და სამხედრო გაერთიანებებს.
როდესაც სახელმწიფო არის ძლიერი, მას ყველა უწევს ანგარიშს, მტერიც და მოყვარეც.
მე არ ვამტკიცებ რომ, ის რაც მე აქ დავწერე ნამდვილად ასეა, .. მე უბრალოდ ასე ვფიქრობ, უფრო სწორად რომ ვთქვათ,.. ვფიქრობდი ამ კომენტარის წერისას..