http://www.skigeorgia.ge/ski-police-in-georgia/აი, ძალიან კარგი რომ გაინძრა სახელმწიფო.
რაღაცეები მომეწონა, ოღონდ ვერ გავიგე, თვითონ კურორტმა თუ გამოიფხიკა ყურები და მიიღო თუ არა ზომები:
1. ტრასების მარკირება სირთულის მიხედვით
2. მოთხილამურეებია ინფორმირება
ტრასების მარკირების შინაარსზე.
ferminaარ ვიცი, წუთში ადამიანს 9 აზრი შეიძლება მოუვიდეს. ძალიან გთხოვ გადასცე დაღუპული გოგონას მამას, რომ ის ბიჭი არ დაადანაშაულოს.
დამნაშავეა ო რ გ ა ნ ი ზ ა ტ ო რ ი
1.კურორტი
2.სკოლა
3. მესამე და მთავარი -შემთხვევა/სპონტანური ალბათობების ყველაზე ცუდი და მოულოდნელი დამთხვევა.
ტრაგიკული გამოსავალი დადგა ალპინისტური ვარდნის და არა შეჯახების შედეგად.
მეორე საკითხია რომ არცერთი ეს მოთხილამურე ალპინისტური ვარდნის სირთულის დაღმართზე არ უნდა მომხვდარიყო.
ჩემი "წყარო", რომელმაც ფაქტი დაინახა, ამბობს რომ მაგ ტრასაზე ერთადერთხელ დაეშვა, გუდაურში 10 წელი ყოფნის და სათხილამურო სკოლაში 4 წლის განმავლობაში.
და
რომ ის ერთადერთი დაშვება იყო ბავშვობისას, სათხილამურო სკოლაში სწავლისას, როცა მასწავლებლებს გაეპარა(სხვა ბავშვთან ერთად).და რომ მას შემდეგ ვერასდროს გაბედა იმ გზით დაშვება.
ანუ
ბიჭიც მსხვერპლია.
ეს თემა ხო ხედავ, ალკოჰოლის საწინააღმდეგოდ გავხსენი მაგრამ დაგროვდა დეტალები და დამნაშავე ხო ხედავ, ორგანიზება გამოდგა.
იმ ტრაგედიაშიც, ქობულეთში რომ სასტუმროში ოთახში გარედან ჩაკეტილი ბავშვები დაიწვნენ, მემგონი მასწავლებლები არ დასჯილან.
ამ შემთხვევაში, თუკი როგორც შენ ამბობ, სკოლის დავალებით ეშვებოდა ბავშვი იმ ტრასაზე, დამნაშავე ორგანიზატორი გამოდის.
ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში , ქობულეთის შემთხვევისგან განსხვავებით მოსწავლე სარისკო სპორტს საკუთარი გადაწყვეტილებით ირჩევს. და მასწავლებელიც შიშის დაძლევისთვის იღებს ფულს უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა. ანუ მართლაც უბედური შემთხვევა იყო და გუდაურელმა მასწავლებელმა 10-ჯერ ნაკლები დააშავა, ვიდრე ქობულეთელმა მასწავლებელმა.
კურორტს უნდა ჰქონდეს მტკიცე პოზიცია რომელ ტრასებზე არ დაიშვებიან სკოლები.